Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თინათინ ხიდაშელი რუსეთის მიერ განხორციელებულ კიბერშეტევასა და სხვა საფრთხეებზე


2019 წლის 28 ოქტომბრის კიბერშეტევის შესახებ 20 თებერვალს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს და მოგვიანებით აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და სხვა პარტნიორი ქვეყნების მიერ გავრცელებულმა განცხადებებმა დაადასტურა რუსეთის და კერძოდ მისი შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მონაწილეობა ამ თავდასხმაში. კერძოდ, საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში აღნიშნული იყო: „აღნიშნული კიბერშტევა მიზნად ისახავდა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ხელყოფას, საქართველოს მოსახლეობისათვის ზიანის მიყენებას და სამთავრობო სტრუქტურების, ასევე სხვადასხვა ორგანიზაციების ფუნქციონირების შეფერხებით და მოშლით საზოგადოებაში მღელვარების დათესვას. ქართული მხარის მიერ ჩატარებული გამოძიებით და საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთთანამშრომლობის შედეგად მიღებული ინფორმაციის შესაბამისად, აღნიშნული კიბერშეტევა დაიგეგმა და განხორციელდა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს მიერ“. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს განცხადებაში კიდევ უფრო დაზუსტებულია ინფორმაცია: „2019 წლის 28 ოქტომბერს რუსეთის გენერალური შტაბის დაზვერვის მთავარი სამმართველოს („გრუ“) სპეციალური ტექნოლოგიების მთავარმა ცენტრმა (GTsST, ასევე ცნობილი „ქვედანაყოფი 74455“ და „ჭიაყელას“ სახელით) საქართველოს წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი, შემაფერხებელი კიბერშეტევა განახორციელა“. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი აცხადებს: „ეს ქმედება ეწინააღმდეგება რუსეთის მცდელობებს, რომ კიბერსივრცეში თავი პასუხისმგებლიან აქტორად წარმოაჩინოს და წარმოადგენს რუსეთის „გრუ“-ს მიერ რიგი ქვეყნების წინააღმდეგ განხორციელებულ უპასუხისმგებლო კიბეროპერაციების უწყვეტ სქემას. ამ ოპერაციების მიზანია განხეთქილების შეტანა, დაუცველობის შექმნა და დემოკრატიული ინსტიტუტებისთვის ძირის გამოთხრა. ამერიკის შეერთებული შტატები მოუწოდებს რუსეთს, შეწყვიტოს მსგავსი ქმედებები საქართველოში და სხვაგან“. ორგანიზაციის - „სამოქალაქო იდეა“ - ხელმძღვანელი, საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი, თინათინ ხიდაშელი რადიო თავისუფლების ეთერში აცხადებს, რომ 28 ოქტომბრის კიბერშეტევის ავტორის ვინაობა მოულოდნელი არ ყოფილა, ამასთან აღნიშნავს, რომ ამ ფაქტზე ორგანიზებული, საერთაშორისო გამოხმაურება არის კარგი: “იმ ადამიანების უმრავლესობა, ვინც ამ სფეროსთან დაკავშირებული ვართ, პირველი დღიდან დარწმუნებული ვიყავით, რომ ამ შეტევის უკან რუსეთი იდგა, სწორედ მისი ცინიკური ხასიათიდან გამომდინარე. ამიტომ, კარგია, რომ ეს საჯაროდ გამოცხადდა და დადასტურდა. კარგია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ასე ღიად და კომპრომისის გარეშე ისაუბრა გუშინ ამ თემაზე და არ დაუწყიათ მორიგ ჯერზე იმ სასწაული ვერსიით მანიპულირება, რომელიც დასაწყისში გაავრცელეს თავიანთი მომხრეების საშუალებით, რომ „ნაცმოძრაობამ“ მოაწყო ეს ჰაკერული შეტევა. ასევე კარგია სწორედ ის ფორმატი, რომელიც შემოგვთავაზეს. კარგია არა მხოლოდ იმიტომ, რომ რეაგირება მოხდა საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან, არამედ იმიტომაც, რომ ეს იმედს გვაძლევს, ამას გაგრძელება ექნება - ანუ, საერთაშორისო თანამეგობრობის ეს მხარდაჭერა გადაითარგმნება უკვე ეფექტურ მხარდაჭერაში კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით“. თინათინ ხიდაშელი ლაპარაკობს მოახლოებულ არჩევნებზეც, როგორც რუსეთიდან მომდინარე საფრთხეებისთვის ხელსაყრელ ფაქტორზე: „საქართველო ახლა ძალიან მძიმე პერიოდში შედის. საარჩევნო პერიოდი, როგორც წესი, რუსეთისთვის არის ხოლმე ყველაზე „სასარგებლო“ პერიოდი იმისათვის, რომ საკუთარი გავლენის ოპერაციების სიხშირე გაზარდოს და გავლენაზე იზრუნოს ამა თუ იმ ქვეყანაში.სულ რამდენიმე დღის წინ ვნახეთ ესტონეთის სადაზვერვო სამსახურის ანგარიში, სადაც ერთმნიშვნელოვნად წერია, რომ მათ აქვთ სრული მონაცემები და ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სწორედ წინასაარჩევნოდ საქართველოში იგეგმება მორიგი სერია რუსული ოპერაციების, რომელიც არჩევნებზე გავლენის მოხდენაზეა გათვლილი. კიბერსივრცე არის ერთ-ერთი ყველაზე უფრო მოწყვლადი სფერო ამ თვალსაზრისით“. „სამოქალაქო იდეის“ ხელმძღვანელი შენიშნავს, რომ ესტონეთი არ არის ერთადერთი ქვეყანა, რომლის სადაზვერვო სამსახურის ანგარიშშიც ინტენსიურად ხვდება საქართველო: „მაგალითად, იმავე ჩეხეთის ანალოგიურ ანგარიშში, რომელიც გასული წლის ბოლოს გამოქვეყნდა, ასევე საკმაოდ ბევრჯერ არის მოხსენიებული საქართველო იმ ჩამონათვალებში, სადაც არა მხოლოდ რუსეთიდან, სხვათაშორის, ჩინეთიდან მომდინარე საფრთხეებზეც

დაწერეთ კომენტარი

ეპიზოდები

იხ. ყველა ეპიზოდი
XS
SM
MD
LG