Accessibility links

თუ... მაშინ...


ავტორი: დავით გოგებაშვილი

ზურაბ ჟვანიას ისტორიული იმპლიკაცია, რომელსაც მომავალში უხერხულობამდე მრავალი გამეორება,შეწუხებამდე უტრირება ელოდა,პირველად 20 წლის წინ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე გაჟღერდა,მას შემდეგ რაც ერთსულოვნად უყარეს კენჟი საქართველოს გაწევრიანებას.

ცხადია საბჭოსა თუ კავშირის წევრობა სულაც არ ნიშნავს ევროპელობას,ისევე როგორც ადამიანთა თავშეყრა არ ნიშნავს იმთავითვე საზოგადოებას.ევროკავშირი არის გეოპოლიტიკური პროექტი,ევროპა როგორც ტოპოსი(ვთქვათ მენტალური მოდუსი)კი მისი შემოქმედი.მათ შორის მიმართება ზუსტად ისეთივეა როგორც სუბსტანცია-აქციდენციისა.ღირებულებათა ტრიადა,რომელზეც ევროპული ცივილიზაცია დგას,იდეალური პიროვნების თუ საზოგადოების ხერხემალს წარმოდგენს და ამ აზრით არის კიდეცშეცნობილი აუცილებლობა.და საბერძნეთს გარიცხავენ ევროკავშირიდან თუ არა,ორი არწივი მაინც დელფოში შეხვდება ერთმანეთს და ომფალოსი(სამყაროს ჭიპი) მდებარეობას არაფრის დიდებით არ შეიცვლის.

გერმანიის ბუნდესპრეზიდენტმა 1949-59 წლებში თეოდორ ჰოისმა ერთხელ თქვა რომ ევროპული ცივილიზაცია სამ ბორცვზე დგას:აკროპოლისი,კაპიტოლიუმი და გოლგოთა. მივყვეთ და ჩვენ რეალობასთან შესაბამისობაში განვიხილოთ ეს მართლაც და „წმინდა სამება“.

თუ ათენის აკროპოლისი დიალექტიკის,თეზა -ანტითეზას დაპირისპირების სიმბოლოა,საიდანაც დასაბამს იღებს კრიტიკული აზროვნება თუ სააზროვნო მოდელების კრიტიკა,სადაც შემეცნების გზაზე უამრავი აზრი ერთადერთი მიზნით იცვითება:გრძნობადი ფორმები მაქსიმალურად მიუახლოვდეს მეტაფიზიკურ იდეებს და სადაც სოფიზმი სამარცხვინო ეგოიზმად ითვლება,მაშინ რატომ ხდება რომ ჩვენ, „გენეტიკურ’’ ევროპელებს გონების დაკარგვამდე გვაღიზიანებს განსხვავებული აზრი, რატომ არის მავანი აპრიორი მართალი და მავანი აპრიორი მტყუანი მათი სოციალური თუ ეკონომიკური სტატუსიდან გამომდინარე,რატომ არის პირადი პოზიციის გამართლების სურვილი ბუნებრივი და ობიექტური სიმართლის ნიველირება დახვეწილი პოლიტიკა,რატომ არის ჩვენი იდენტობის ბირთვი ეთნოსი,სისხლი და არა სამოქალაქო საზოგადოება, ბედისწერა და არა საერთო,სამომავლო ინტერესი. ბოლოს და ბოლოს რატომაა დეკლარირებულად(აკი დავამტკიცეთ კიდეც არჩევნებზე ევროპისკენ 77% იანი მისწრაფება) ევროპული სოციალური სხეული შინაგანად ირაციონალური მეტასტაზებით გაჟღენთილი, რაც ხელს გვიშლისკოლექტიური ფსიქიკური რეალობიდან გამოვიდეთ და მიუკეძოებელი თვალით, ფაქტების პრიზმაში დავინახოთ საკუთარი თავი.განდი ამბობდა რომ ბრიტანული იმპერიისგან გათავისუფლება არ შეიძლება იყოს აბსოლუტური მიზანი, ის საშუალებაა ჩვენი რეალური, მახინჯი სახე დავინახოთო.ჩვენ უპირველესი მტერი გამრუდებული სარკეა,რომელშიც რუსული იმპერიალიზმი,დასავლური გლობალიზაცია,მასონთა ლოჟები და ათასი მტრის ხატი ჩანს,ყველაფერი რასაც ჩვენ უბედურებას დავაბრალებდით,გარდა საკუთარი თავისა...

თუ კაპიტოლიუმი კანონის და მისი მეშვეობით დამყარებული წესრიგის სიმბოლოა,თუ კლასიკური გაგებით საკანონმდებლო ხელისუფლებადა ხალხი უერთმანეთოდ არ მოიაზრება,(რომის სენატი და ხალხი-SPQR), თუ ბუნებითი მდგომარეობიდან ადამიანი საზოგადოებრივ ხელშეკრულებამდე სწორედ იმ გარემოებამ მიიყვანა რომ კანონის გარეშე ყველას ყველაფერზე აქვს უფლება და იქმნება ტოტალური კონფლიქტის სიტუაცია,მაშინ ჩვენს ფატალურად ევროპულ ქვეყანაში რატომ იქცევა თვითონ კანონი დამნაშავედ,რატომ დგას ხალხსა და ‘’სენატს’’ შორის ბიურაკრატიული უსასრულობა,(სამართლიანობა მოითხოვს აღვნიშნოთ რომ ეს დისტანცია უკლებლივ ყველა არჩევნების წინ საგძნობლად მცირდება,არც ის უნდა დაგვავიწყდეს რომ ამ დროს ხალხი საეჭვოდ ჭკვიანი და ბრძენი ხდება,ესაა კომისია დათვლის თუ არა ხმებს ეს სიბრძნე თითებშუა გამდინარე წყალივით ქრება.დასანანია ღმერთმანი.) რატომ გვაქვს კანონის თუ კანონიერების გაგონებაზე არა დაცულობის და სიმშვიდის,არამედ ძალმომრეობის და უსამართლობის ასოციაცია,ბოლოს და ბოლოს საკანონმდებლო შემოქმედებისთვის მინიჭებული მანდატი რატომ იქცევა დაუსჯელი ძალაუფლების, შიდატომობრივი სოლიდარობის,კლანური მართვის გარანტად( მაგალითის მოყვანა უხერხულიც კია,ვიღაც გამომრჩება და გული დაწყდება).

თუ გოლგოთა უპირობო სიყვარულის,მემკვიდრეობით მიღებული საბედისწერო პარადიგმებისგან გათავისუფლების,პიროვნული არჩევანის სიმბოლოა,რომელიც ბიოლოგიურ კავშირზე მაღლა იდეურ ერთობას აყენებს(ჩემი დედა და ძმები ისინი არიან ვინც მე გამომყვება_მათე),რომლისთვისაც სიცოცხლე არის ის ,რასაც შენს მიზანს შესწირავ.თუ ახალ საუფლოში აღარ იქნებიან ხალხები (არც ელინი,არც ურია),არამედ პიროვნებები, პიროვნული ღირსებით და ღირებულებებით და ამ ნარატივის გაგებაში ცალსახად ევროპელები ვართ,მაშინ საიდან დაიბადა მართლმადიდებლური ფუნდამენტალიზმი როგორც რეაქცია ღირებულებათა დეცენტრალიზაციაზე,სფეროთა ავტონომიურობაზე,რომელიც თავის ,როგორც იდეალური ცენტრის გარშემო ადამიანული მოღვაწეობის ყველა სფეროს გაერთიანებას და თვით ადამიანის დაქვემდებარებას ცდილობს.რატომ გვიცემს გული ასე არაქრისტიანულად,რატომ არ შეგვიძლია გვიყვარდეს სხვა და არა ჩვენი განპირობებული წარმოდგენა მასზე(და როგორი მყიფეა ასეთი სიყვარული).როგორ ხდება ნელთბილი, უფლის ბაგეთაგან გადმოფურთხებული,მაგრამ მაინც სიცოცხლე ფასეული და თავად ღმერთსაც კი შეაჩვენებ თუნდაც ერთი უბადრული დღისთვის….საკითხავია ცნობიერების რა ყალიბი დახვდა ევროპულ გამოცდილებას,რომჯვარცმა,გონების კერძო და საჯარო გამოყენება საკუთარი თავისგან გაუცხოების სიმბოლოდ იქცა,როცა შენსა და შენსავე „“პირველად პროექტს“,(როგორც სარტრი პიროვნების მიერ საკუთარი თავის არჩევას უწოდებს) შორის ყრუ კედელივით აღმართულა მზა შაბლონები ,მამის ‘’ანდერძი’’,უხერხულად ჩაძინებული პატრიარქი,აღმოსავლეთისა და დასავლეთის რაინდი ლევან ლიბერთყლაპია..... თუ გოლგოთა...გოლგოთა...ეჰ,ღირდა კი?

პ.ს. ევროკავში გაცილებით ახლოსაა ,ვიდრე ევროპა,სიტყვაზე მენდეთთქო ხო არ მითხოვია!!!

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG