Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

1 ივლისიდან საქართველოს ტურისტების მიღება შეეძლება - რა არ უნდა გამოგრჩეს 8 მაისს 


COVID-19-ის შემდგომი ტურიზმი საქართველოსა და მსოფლიოში

დადასტურებული შემთხვევა - 615

გარდაცვლილი - 9

გამოჯანმრთელებული - 275

კარანტინში - 4723

სტაციონარში - 446

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, 15 ივნისიდან საქართველო ადგილობრივი ტურისტებისთვის, ორ კვირაში, პირველი ივლისიდან კი, უცხოელი ტურისტებისთვისაც გაიხსნება. ამის შესახებ მან ანტიკრიზისულ გეგმაზე საუბრის დროს თქვა.

მან აღნიშნა, რომ არსებობს ტექნოლოგიები, რომლის გამოყენებითაც საქართველოს 1 საათის განმავლობაში შეეძლება ინფიცირების საზღვარზე აღმოჩენა.

„ტურიზმი არის ის სფერო, სადაც, გარდა იმისა, რომ ბოლო წლების განმავლობაში ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი ძირითადი მამოძრავებელი ძალაა, ამასთან ერთად, არის ის კონკურენტული უპირატესობა, რომელსაც შეუძლია პანდემიის შემდეგ პოსტკრიზისულ პერიოდში საქართველოს ეკონომიკურ განვითარებას შეუწყოს ხელი“, - თქვა პრემიერმა.

ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის პროგნოზით, წელს მსოფლიოში სექტორი იზარალებს, თუმცა ის ქვეყნები, რომლებიც სწორედ ივნისის დამდეგიდან დაიწყებენ საზღვრების გახსნას, შედარებით ნაკლებად დაზარალდებიან.

2020 წელს ტურისტულ მოგზაურობათა რიცხვი მინიმუმ 58%-ით შემცირდება. თუმცა, ორგანიზაციის თანახმად, უფრო სავარაუდოა 78%-იანი ვარდნა.

მგზავრობების რაოდენობა 58%-ით შემცირდება იმ შემთხვევაში, თუკი სხვადასხვა ქვეყნის მთავრობები ივლისის დამდეგს დაიწყებენ საზღვრების ეტაპობრივად გახსნას და მოგზაურობაზე შეზღუდვების შესუსტებას.

წაიკითხე მეტი.

ამ თემაზე ასევე ნახე:

11 მაისიდან თბილისში, ხოლო 14 მაისიდან რუსთავში შესვლა-გასვლა შესაძლებელი გახდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, რამდენიმე დღეში, ჩაკეტილი ქალაქები, რუსთავი და თბილისიც გაიხსნება. ამის შესახებ მან ანტიკრიზისულ გეგმაზე საუბრის დროს თქვა.

თბილისში შესვლა და გასვლა 11 მაისიდან იქნება შესაძლებელი, რუსთავში კი 14 მაისიდან.

„დღევანდელი ეპიდემიოლოგიური სიტუაცია გვაძლევს საშუალებას, რომ უფრო სწრაფად გადავდგათ ნაბიჯები“, - თქვა პრემიერმა.

მანვვე განმარტა, რომ ძალაში რჩება კომენდანტის საათი.

თბილისი და რუსთავი 15 აპრილის 21 საათიდან ჩაკეტილია. ამ დროიდან გამონაკლისი იყო ორი დღე, როცა მთავრობამ ამ ქალაქებში შესვლისა და გასვლის უფლება მისცა.

8 მაისის ოფიციალური გაცვლითი კურსი: 1 აშშ დოლარი 3.20 ლარი ღირს

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დაადგინა ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი.

8 მაისისთვის ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი:

  • 1 აშშ დოლარი - 3.2032 ლარი (7 მაისი - 3.1999);
  • 1 ევრო - 3.4540 ლარი (7 მაისი - 3.4565);
  • 1 დიდი ბრიტანეთის გირვანქა სტერლინგი - 3.9598 ლარი (7 მაისი - 3.9637);
  • 100 რუსული რუბლი - 4.3343 ლარი (7 მაისი - 4.3031);
  • 1 თურქული ლირა - 0.4413 ლარი (7 მაისი - 0.4477)
  • 10 უკრაინული გრივნა - 1.1976 ​ ​ლარი (7 მაისი - 1.1900).

7 მაისს Bloomberg-ზე ლარის შემდეგი გაცვლითი კურსი დაფიქსირდა: 1 აშშ დოლარი - 3.2075 ლარი.

შეგახსენებთ, რომ 31 მარტიდან საქართველოში დროებით შეწყდა ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მუშაობა.

COVID-19-ით გამოწვეული კრიზისი ოკუპირებულ ტერიტორიებზე - International Crisis Group-ის ანგარიში

„კრიზისების საერთაშორისო ჯგუფის“ (International Crisis Group) მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში, რომელშიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში კორონავისრუსთან დაკავშირებულ ვითარებაზეა საუბარი, ნათქვამია, რომ სურათი ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში განსხვავდება ერთმანეთისგან.

ე.წ. გამშვები პუნქტების ჩაკეტვის მიუხედავად, აფხაზეთის არაკონტროლირებადი ტერიტორიიდან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე საავადმყოფოში გადმოსვლის უფლება 11 პაციენტს მიეცა, მათგან ერთს მოგვიანებით COVID-19 დაუდასტურდა.

ანგარიშის თანახმად, სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში, რუსეთმა, რომელიც ადგილზე სამედიცინო ინვენტარის მიმწოდებელია, მარტის დასაწყისში მედიკამენტების დიდი ნაწილის ექსპორტი შეწყვიტა. ჩინოვნიკებმა განაცხადეს, რომ სადეზინფექციო საშუალებების დეფიციტი არსებობდა. მათ ადგილობრივ მწარმოებლებს ექიმებისთვის დამცავი ხალათებისა და პიდბადეების შეკერვისკენ მოუწოდეს.

„ადგილობრივ სამედიცინო პერსონალს წლებია არ გაუვლია გადამზადება და მათ რუსეთიდან მიღებული 26 სასუნთქი აპარატის მოხმარებაც კი არ იცოდნენ“, - ნათქვამია ანგარიშში.

წაიკითხე მეტი.

გამარჯვების დღე: 8 მაისი თუ 9 მაისი - როდის უნდა აღვნიშნოთ?

8 მაისს მსოფლიო, 9 მაისს კი 12 ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა ნაციზმზე გამარჯვების 75-ე წლისთავს აღნიშნავს.

საქართველოში გამარჯვების დღის თარიღის გადატანის იდეა რამდენიმე წლის წინ გაჩნდა და დღემდე კამათის საგანია.

წელს, თბილისში 9 მაისს ვაკის პარკში უცნობი ჯარისკაცის საფლავთან შეკრებასა და თბილისის თავზე, დრონებით გეორგიევსკის დროშის აფრიალებას „უკვდავი პოლკი“ გეგმავს.

1945 წლის 7 მაისს საფრანგეთის ქალაქ რეიმსში, წითელაგურებიანი სკოლის შენობაში, ცენტრალური ევროპის დროით 02:41 წუთზე გერმანელი გენერალი ალფრედ იოდლი (გერმანიის სამხედრო საქმეთა დაგეგმვისა და აღსრულების უმაღლესი ორგანოს მეთაური) გერმანიის შეიარაღებული ძალების სახელით ხელს აწერს საერთო კაპიტულაციას მოკავშირეთა წინაშე. ომი დამთავრდა.

მეორე დღეს ბერლინში სტალინის ინიციატივით გაფორმდა კაპიტულაციის მეორე დოკუმენტი, რომელიც ყველა მხარემ ცნო, საომარი მოქმედებები კი 8 მაისს, ცენტრალური ევროპის დროით 23:01 წუთზე შეწყდა. ამ დროს საქართველოსა და საბჭოთა რესპუბლიკებში 9 მაისი თენდებოდა.

რატომ 9 და არა 8 მაისი? ცვლის თუ არა რამეს ერთი დღე კალენდარში? რატომ არის კრემლისთვის 9 მაისი ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღი? და ბოლოს, რა არის, რას ემსახურება და რისთვის იყენებს რუსეთი „უკვდავი პოლკის“ იდეას - გაიგე მეტი სოფო დათიშვილის სტატიაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG