Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპარლამენტის არჩევნების შედეგები და საქართველოს ამოცანა


ევროპარლამენტის არჩევნების შედეგები და საქართველოს ამოცანა
please wait

No media source currently available

0:00 0:46:19 0:00

„საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ (GIP) ანალიტიკოსი, ირაკლი სირბილაძე თვლის, რომ ევროკავშირის ინსტიტუტების დღის წესრიგში საქართველოს საკითხის აქტუალიზაცია არის როგორც საქართველოს ხელისუფლების და დიპლომატიური კორპუსის, ასევე სხვა პოლიტიკური აქტორების, უპირველესად კი ოპოზიციის საქმეც, რაზეც უნდა არსებობდეს პოლიტიკური თანხმობა ქვეყნის შიგნით. ირაკლი სირბილაძე „დილის საუბრებში“ ლაპარაკობს ევროპარლამენტის არჩევნების (23-26 მაისი) შედეგების მნიშვნელობაზე ევროკავშირისთვის და საქართველოსთვის: „ევროპარლამენტის არჩევნები მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. რა პოლიტიკური პროცესები მიმდინარეობს, რა პოლიტიკური პარტიები არიან წამოსული წინა პლანზე, ამას მნიშვნელობა აქვს იმისთვის, თუ რა პოლიტიკური განწყობები იქნება ევროპის შიგნით. როგორც ვიცით, ევროკავშირში ბევრი გამოწვევაა ბევრი მიმართულებით, რაც ხშირად ევროკავშირს აყენებს იმ მდგომარეობაში, რომ კონცეტრირება მოახდინოს შიდაპოლიტიკურ პროცესებზე და ნაკლებად იზრუნოს საგარეო პოლიტიკაზე და გაფართოებაზე, რომელიც ჩვენი - საქართველოს ინტერესში შეიძლება შედიოდეს“. GIP-ის ანალიტიკოსი ბოლო ათწლეულში ევროპაში მემარჯვენე-პოპულისტური პარტიების აღმასვლას ხედავს ამომრჩევლის გააქტიურების ერთ-ერთ მიზეზად: „ევროპარლამენტის არჩევნები, როგორც წესი, აქამდე მიიჩნეოდა მეორეხარისხოვან არჩევნებად, რომელსაც ისეთივე მნიშვნელობა შეიძლება არ ჰქონდეს, როგორიც აქვს ეროვნულ არჩევნებს ევროკავშირის წევრ თითოეულ სახელმწიფოში. ამომრჩევლის გადასახედიდან არის ასე. თუ გადავხედავთ სტატისტიკას, როგორია ამომრჩევლის აქტივობა ევროპულ არჩევნებში, 1999 წლიდან იწყება კლება და დაახლოებით 40-43%-ის ფარგლებში მერყეობს, რაც საკმად დაბალი მაჩვენებლია ამ არჩევნებში აქტივობამ შეადგინა 51% და ამითაც არის გამორჩეული, რამაც საფუძველი მისცა იმას, რომ ევროპარლამენტი როგორც ინსტიტუტი, როგორც დემოკრატიული და ერთადერთი ინსტიტუტი, რომლის წევრებსაც პირდაპირი წესით ირჩევენ მოქალაქეები, ცდილობს გაზარდოს თავისი როლი“. ირაკლი სირბილაძე ყურადღებას ამახვილებს ახლო მომავალში ევროკავშირის აღმასრულებელი ინსტიტუტის - ევროკომისიის პრეზიდენტობის კანდიდატის შერჩევის პროცესის გააქტიურებაზე და ამ პროცესში ევროპარლამენტის როლზე: „ახლა უნდა დაიწყოს პროცესი, როცა უნდა მოხდეს ევროკომისიის პრეზიდენტის არჩევა. 1 ნოემბრიდან ევროკომისიას ახალი პრეზიდენტი ეყოლება. ევროპარლამენტის არჩევნების ფორმალურად დასრულების შემდეგ, დაიწყება კონსულტაციები როგორც წევრ სახელმწიფოებს შორის, ისე ინსტიტუციებს შორის ევროკომისიის პრეზიდენტის შესარჩევად. ევროკომისიის პრეზიდენტობის კანდიდატი წარადგენს თავის პროგრამას და ამ ხედვას დაეფუძნება ევროკომისიის პოლიტიკა მომდევნო 5 წლის მანძილზე. ამ მხრივაც მნიშვნელოვანია რა ძალთა ბალანსი იქნება ევროპარლამენტში“. ამ კონტექსტში პოლიტიკის ანალიტიკოსი ხაზს უსვამს საქართველოს პარტიების (საპარლამენტო და არასაპარლამენტო) აქტიურობას თავიანთ ევროპელ პარტნიორებთან კომუნიკაციაში: „პოლიტიკურმა პარტიებმაც ასევე თავისი როლი უნდა ითამაშონ იმის განსაზღვრაში, თუ რა იქნება ევროკავშირის პოლიტიკა საქართველოს მიმართ. ამიტომ პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა შესთვაზონ თავიანთი ხედვა. აი, მაგალითად, თუ გავიხსენებთ 2014 წელს, როცა კომისიის ახლანდელმა პრეზიდენტმა თავისი პროგრამა წარადგინა ევროპარლამენტში, მაგალითად, გაფართოებასთან დაკავშირებით, პირდაპირ განაცხადა, რომ ახლანდელ ვადაში ის არ არის გაფართოების კომისია, ანუ ევროკავშირი არ გაფართოვდება, ახალ წევრს აღარ დაიმატებს, თუმცა გაღრმავდება პარტნიორობა სხვა სახელმწიფოებთან დადასავლეთ ბალკანეთის მიენიჭა ევროპული პერსპექტივა. აქ აღსანიშნავია ის, რომ ამ პროგრამაში საქართველო არ არის ნახსენები. ნახსენებია, მაგალითად, უკრაინა და მოლდოვა, მაგრამ არ არის ნახსენები საქართველო, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორი“. სწორედ ამ მომენტის, ევროკომისიის პრეზიდენტობის კანდიდატის შერჩევის ფონის გამოყენებას თვლის ახლა მართებულად ირაკლი სირბილაძე: „ამ კუთხით შეიძლება მოხდეს კონსენსუსის მიღწევა ქვეყნის შიგნით და ეს არ არის მარტო ბიუროკრატიის და დიპლომატიის გასაკეთებელი საქმე, არამედ პოლიტიკურმა პარტიებმაც ევროპის პოლიტიკურ პარტიებთან ურთიერთობა შეიძლება გამოიყენონ იმისთვის, რომ უფრო მეტად საქართველო იყოს წარმოდგენილი იმ პროგრამულ დოკუმენტებში, რომლებსაც ევროკომისია წარადგენს ევროპარლამენტის წინაშე, ამიტომ ვფიქრობ, ეს ასათვისებელი მომენ

XS
SM
MD
LG