Accessibility links

ირანელი გენერალი: მეთაურს 10 წამში უნდა გადაეწყვიტა, ჩამოეგდო თუ არა თვითმფრინავი


ირანის რევოლუციური გვარდიის კორპუსის ერთ-ერთი ხელმძღვანელის თქმით, საჰაერო თავდაცვის ოფიცერს მხოლოდ 10 წამი ჰქონდა გადაწყვეტილების მისაღებად, როცა ირანელებმა თეირანის მახლობლად შეცდომით ჩამოაგდეს უკრაინული სამგზავრო ავიალაინერი. „სამწუხაროდ მან არასწორი გადაწყვეტილება მიიღო“, განაცხადა საჰაერო-კოსმოსური განყოფილების უფროსმა ამირალი ჰაჯიზადემ 11 იანვარს თეირანში გამართულ პრესკონფერენციაზე.

XS
SM
MD
LG