Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანში საპროტესტო გამოსვლები გრძელდება - იტყობინებიან, რომ პოლიციამ იარაღი გამოიყენა


ირანის დედაქალაქში გრძელდება საპროტესტო გამოსვლები მას მერე, რაც ხელისუფლებამ აღიარა, რომ უკრაინის სამგზავრო თვითმფრინავი მან ჩამოაგდო შემთხვევით, რასაც 176 ადამიანი ემსხვერპლა. საპროტესტო გამოსვლების მონაწილეების თანახმად, სოციალური მედიით გავრცელებულ ვიდეოჩანაწერებზე ჩანს, როგორ იყენებს პოლიცია იარაღს და ცრემლმდენ აირს. თეირანის პოლიციის უფროსმა მოგვიანებით უარყო, რომ მისმა თანამშრომლებმა ცეცხლი გახსნეს. ვიდეოჩანაწერების ავთენტურობა შეამოწმეს AP-მა და რადიო თავისუფლების ირანულმა რედაქციამ, მაგრამ შეუძლებელია დამოუკიდებელი მხარის მიერ მათი ავთენტურობის დადასტურება.

XS
SM
MD
LG