Accessibility links

site logo site logo

ისრაელში კორონავირუსით პირველი პაციენტი გარდაიცვალა


ახალი კორონავირუსით ისრაელში პირველი პაციენტი გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, 88 წლის კაცი პარასაკევს ღამით, იერუსალიმის ერთ-ერთ საავადმყოფოში დაიღუპა.

საავადმყოფოს მედპერსონალის განმარტებით, პაციენტს რამდენიმე თანმხლები დაავადება აღენიშნებოდა.

21 მარტის მონაცემებით, ისრაელში ახალი კორონავირუსის 705 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 9 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, 18-ის - საშუალო, დანარჩენებს კი ვირუსის სუსტი სიმპტომები აღენიშნებათ. ქვეყანაში COVID-19-გან 15 ადამიანი განიკურნა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG