Accessibility links

კარანტინისა და იზოლაციის დარღვევა საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგაც დასჯადი იქნება


კარანტინისა და იზოლაციის წესის დარღვევა საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგაც დასჯადი იქნება. საქართველოს პარლამენტმა ცვლილებების კანონპროექტი აპრილის მიწურულს დაამტკიცა.

ამ რეგულაციის თანახმად, კარანტინისა და იზოლაციის წესების დარღვევისთვის მოქალაქე თავდაპირველად 2 000 ლარით, განმეორებით კი შინაპატიმრობით (6 თვიდან 2 წლამდე) ან პატიმრობით (3 წლამდე) დაისჯება. რაც შეეხება იურიდიულ პირებს, მათ ჯერ 10 000-ლარიანი სანქცია დაეკისრებათ, შემდეგ ჯერზე კი ან განმეორებითი ჯარიმის გადახდა მოუწევთ, ან საქმიანობის უფლება შეუჩერდებათ.

ქვეყანაში საგანგებო რეჟიმი დღეიდან, 23 მაისიდან გაუქმდა. თუმცა, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, კვლავ დარჩა მთელი რიგი შეზღუდვებისა. შეზღუდვების ჩამონათვალს შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG