Accessibility links

site logo site logo

კახა გოგოლაშვილი ევროინტეგრაციის პროცესის განმსაზღვრელ ფაქტორებზე - "ძალიან მნიშვნელოვანია ევროკავშირის გააქტიურება"


"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ანდრიუს კუბილიუსი ხაზს უსვამს გეოპოლიტიკურ მნიშვნელობას ევროკავშირის აქციისა ამ ქვეყნებში", - კახა გოგოლაშვილი, ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი ეხმაურება ევროპარლამენტარის იდეას "ასოცირების ტრიოს" ინტეგრაციის ხელშეწყობაზე.

ანდრიუს კუბილიუსმა 19 ოქტომბერს "საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის" მიერ ორგანიზებულ ონლაინ შეხვედრაზე მედიას წარუდგინა პოლიტიკის დოკუმენტი - "აღმოსავლეთ პარტნიორობა "დასავლურობის დეფიციტს მიღმა": ახალი იმპულსი ევროპული ინტეგრაციისთვის", რომელშიც ის ხაზს უსვამს "ასოცირების ტრიოს" ქვეყნებისთვის (მოლდოვა, უკრაინა, საქართველო) ევროკავშირის მიერ მორიგი, საეტაპო ნიშნულის გამოკვეთის საჭიროებას. ანდრიუს კუბილიუსი თვლის, რომ ასეთ ნიშნულად შეიძლება გამოდგეს ე.წ. "შუალედური წევრობის სტატუსი". ნაშრომში ის პარალელებს ავლებს დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ევროინტეგრაციის პროცესის გამოცდილებასთანაც. ევროპარლამენტარი და "ევრონესტის" თანათავმჯდომარე ფიქრობს, რომ ევროკავშირმა მეტად უნდა იზრუნოს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში რეფორმების წახალისებაზე და უნდა დაძლიოს "დასავლურობის დეფიციტი" ამ სივრცეში.

დაწერეთ კომენტარი

ეპიზოდები

იხ. ყველა ეპიზოდი
XS
SM
MD
LG