Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კეკო ჭელიძის ფილმი Hot Docs საერთაშორისო დოკუმენტური ფილმების ფესტივალის სელექციაში მოხვდა


კეკო ჭელიძის სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი ‘მკვდარი სულების არდადეგები’ კანადის დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალის Hot Docs ოფიციალურ სელექციაში მოხვდა.
კეკო ჭელიძის სადებიუტო სრულმეტრაჟიანი ფილმი შეირჩა სპეციალური პროგრამისთვის The Changing Face of Europe, რომელსაც European Film Promotion 2020 წელს მესამედ წარადგენს Hot Docs საერთაშორისო კინოფესტივალზე.

ფილმი ქართველი მუსიკოსის, ლევან სვანიძის და მისი დედის თანაცხოვრებას ასახავს. 90-იანი წლების ქართული ალტერნატიული სცენის წარმატებული მუსიკოსი, ლევანი (45 წლის) ცხოვრობს ხანდაზმულ დედასთან, ლამარასთან ერთად 14 მ2 ბინაში თბილისის გარეუბანში.
სიმარტოვის და სიდუხჭირის მიუხედავად, ლევანი არ კარგავს იმედს და თავისებურად ცდილობს ისევ დაიმკვიდროს თავი და აიწყოს პირადი ცხოვრება. ლამარას მთავარი საზრუნავი კი ლევანის გარე სამყაროს “საფრთხეებისგან” დაცვაა.

"მკვდარი სულების არდადეგები" ქართული საპროდიუსერო კომპანიის Parachute Films პირველი დასრულებული ფილმია, რომელიც საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით შეიქმნა. საქართველოში ფილმის პრემიერა 2020 წლის ბოლოს იგეგმება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG