Accessibility links

კობა ნადირაძე, ნანა გოჩიაშვილი და გიორგი ახმეტელი შშმ პირთა უფლებების შესახებ კანონპროექტზე


„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ კანონპროექტზე მუშაობა დაახლოებით სამი წლის განმავლობაში გრძელდებოდა. 2020 წლის იანვრის ბოლოს მთავრობამ დაამტკიცა იუსტიციის სამინისტროს მიერ წარდგენილი პროექტი და დოკუმენტი საკანონმდებლო ორგანოს გაეგზავნა. გასული კვირის ბოლოს შშმ პირთა უფლებებზე მომუშავე 30-ზე მეტი ორგანიზაცია და აქტივისტი გამოეხმაურა კანონპროექტს. ისინი თვლიან, რომ „რამდენიმე პოზიტიური ცვლილების გარდა, კანონპროექტი ვერ ცვლის შშმ პირთა უფლებრივ მდგომარებას, ხოლო ცალკეულ შემთხვევებში, ეწინააღმდეგება კონვენციას და აუარესებს შშმ პირთა უფლებრივ მდგომარეობის დაცვის სტანდარტებს“. ამასთან ხელმომწერები საქართველოს პარლამენტისგან მოითხოვენ, კანონპროექტის განხილვის ეტაპზე უზრუნველყოს შშმ პირებისა და შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების მაქსიმალური ჩართულობა. „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ პროექტის ხელმძღვანელი, ნანა გოჩიაშვილი რადიო თავისუფლების ეთერში განმარტავს, რომ ჩართულობა და ინკლუზიურობა გაეროს „შშმ პირთა უფლებების კონვენციის“ მთავარი პრინციპია და ის დაცული უნდა ყოფილიყო კანონპროექტზე მუშაობის ყველა ეტაპზე: „არ იყო ჩართულობა ეფექტიანი. რამდენიმე ეტაპად შეიძლება დაიყოს საკითხი: პირველი, როცა მოხდა გადაწყვეტილების მიღება, რომ ეს კანონი შექმნილიყო, საჭირო იყო კონსულტაციები დაწყებულიყო იმავე ეტაპზე შშმ პირებთან და არ ვგულისხმობთ ერთ კონკრეტულ ორგანიზაციას. კოალიცია, რომელიც მონაწილეობდა პროცესში, ერთი მიმართულებით მუშაობს და მთავარი დამახასიათებელი არის ის, რომ ეს კოალიცია წარმოადგენს ძირითადად სერვისის მიმწოდებელი ორგანიზაციების გაერთიანებას. ისინი ახორციელებენ სახელმწიფო პროგრამებს. ანუ, ჩართულობა გულისხმობს განსხვავებული, ალტერნატიული მოსაზრებების მქონე პირების ჩართულობას. ასევე, ჩვენს განცხადებაში ნახსენებია რეგიონების ჩართულობა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი შეიძლებოდა ყოფილიყო, რადგან რეგიონებში მცხოვრებ შშმ პირებს კიდევ სხვა გამოწვევები აქვთ. ანუ, სანამ დაიწყებოდა კანონპროექტის პირველადი ვარიანტის შექმნა, იქამდე საკითხები, რომლებიც აწუხებთ საქართველოში შშმ პირებს, უნდა ასახულიყო. უნდა გამოკვლეულიყო, რა საკითხებზე ყოფილიყო კანონპროექტში აქცენტი, რაც არ მომხდარა. ეს კანონპროექტი უნდა ყოფილიყო ინსტრუმენტი კონვენციის იმპლემენტაციისთვის და ასევე უნდა შექმნილიყო შესაბამისი საკანონმდებლო და ინსტიტუციური გარანტიები, რაც ასევე არ ასახულა ამ კანონპროექტში“. ნანა გოჩიაშვილის თქმით, შშმ პირებთან და შესაბამის ორგანიზაციებთან ერთხელ გაიმართა შეხვედრა, რომელზეც სამუშაო ჯგუფს წარუდგინეს წინადადებები: „ზოგმა წერილობით წარვუდგინეთ მოსაზრებები, ზოგმა - ზეპირად, თუმცა უკუკავშირი აღარ ყოფილა. დაახლოებით წელიწადნახევრის შემდეგ გაკეთდა განცხადება, რომ კანონპროექტი არის მზად და გადაეცა პარლამენტს განსახილველად“. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების აქტივისტი, კობა ნადირაძე ამბობს, რომ ის იმ ერთ შეხვედრაზეც არ ყოფილა და მხოლოდ გარედან უწევს პროცესზე დაკვირვება. ის ადრინდელ საკანონმდებლო ინიციატივებსაც იხსენებს და ამბობს, რომ არცერთ შემთხვევაში არ ყოფილა უზრუნველყოფილი დაინტერესებული თემის ადეკვატური ჩართულობა: „შშმ პირები არ არის ერთგვაროვანი მასა, ისევე როგორც დანარჩენი საზოგადოება, ერთმანეთისგან განსხვავდებიან, არა მხოლოდ იმის მიხედვით, ვის რა ფიზიკური შეზღუდვა აქვს (უსინათლო, სმენის არ მქონე თუ სხვა), არამედ ინტერესებითაც. ამ ადამიანებს შორის არიან სპორტსმენები, პოლიტიკაში ჩართულები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ზოგი სერვისს აწვდის, ზოგი - დიდი ნაწილი არის სახლში, ვერ ახერხებს აქტიურ ცხოვრებაში ჩართვას“. კობა ნადირაძის თქმით, არ ყოფილა განსაზღვრული კანონპროექტზე მუშაობის ფორმატი, რომ დაინტერესებული პირები და ჯგუფები ჩართულიყვნენ მასში. შშმ პირთა წარმომადგენლობითი ორგანიზაციის - "ხელმისაწვდომი გარემო ყველასათვის" ხელმძღვანელი, უფლებების აქტივისტი, გიორგი ახმეტელი რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ დიდი ბრიტანეთიდან ჩაერთო. ის თვლის, რომ ხელისუფლებამ მრავალი წლის განმავლობაში ნაცად თანამშრომლობის გზას მიმართა და კანონპროექტის შემუშავების პროცესში ჩართო კოალიცია, რომელიც სერვისების მიმწოდებელ ორგანიზაციებს აერთიანებს: „იყო სხვადასხვა ინიციატივა, რომელიც სრულდებოდა ამ კონკრეტული გაერთიანებისთვის საბიუჯეტო სახსრების გამოყოფით მხოლოდ. ეს გასაგებიცაა - მათი მოტივაციაა

XS
SM
MD
LG