Accessibility links

კორონავირუსით ინფიცირების ხუთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა


ხუთით გაიზარდა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა. 23 მაისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 728 დადასტურებული შემთხვევაა დარეგისტრირებული.

გამოჯანმრთელდა კიდევ 15 პაციენტი. ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 509-ს შეადგენს.

ამჟამად კლინიკებში მკურნალობას აგრძელებს 207 პაციენტი.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ხუთი ახალი შემთხვევიდან სამი პაციენტი არსებულ დაავადებულთა კონტაქტს წარმოადგენს. ორი პაციენტი კი საკარანტინო სივრცეში იმყოფებოდა. მისივე თქმით, ამჟამად არცერთი ახალი პაციენტის მდგომარეობა კრიტიკული არ არის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG