Accessibility links

კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 49-მდე გაიზარდა


21 მარტის 19 საათის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 49 შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

21 მარტს საქართველოში კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევა დადასტურდა.

ამჟამად კარანტინის რეჟიმში 1966 ადამიანია, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 259 ადამიანი გადის. ინფორმაციისთვის, 49 ადამიანიდან 1 გამოჯანმრთელებულია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG