Accessibility links

კორონავირუსი საქართველოში - განახლებადი ინფორმაცია


მთავარი – მოკლედ

  • საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულია 130 ადამიანი;
  • კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5550; სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 281.
  • გამოჯანმრთელდა 26 პაციენტი.
18:55 26.3.2020

▪️ როგორ დავამზადოთ სადეზინფექციო საშუალება?
▪️ Dezinfeksiyaedici vasitə necə hazırlanır?
სადეზინფექციო საშუალების მომზადების ინსტრუქცია აზერბაიჯანულ ენაზე თარგმნა საინიციატივო ჯგუფმა “სალამმა”.

18:54 26.3.2020

ჩაკეტილი ზონა - დღე მეოთხე

საზღვრებჩაკეტილ მარნეულსა და ბოლნისში ქუჩებს სადეზინფექციო ხსნარით ასუფთავებენ. სოფლებში დადის მანქანები ხმოვანი გამაფრთხილებლებით - მოსახლეობას რამდენიმე ენაზე აწვდიან ინფორმაციას კორონავირუსის საფრთხის შესახებ. სოციალურად დაუცველებს საკვები პროდუქტები დაურიგდათ. აფთიაქებში, აქაც, სხვა ქალაქების მსგავსად, ნიღბების და სპირტის დეფიციტია. ზოგიერთ სოფელში მოხალისეებმა თავად დაიწყეს პირბადეების კერვა. მაღაზიების ვიტრინებზე კორონავირუსისგან თავდასაცავად გამაფრთხილებელი პლაკატები მიაკრეს. ოჯახებს სამედიცნო ბრიგადები ამოწმებენ.

კარანტინი გრძელდება.

წაიკითხე მეტი

16:27 26.3.2020

განცხადებები საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ

16:26 26.3.2020

ბოლნისში სწრაფი ტესტით ახალი კორონავირუსი ორსულს დაუდასტურდა

თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ცოტა ხნის წინ შეიყვანეს 22 კვირის ორსული, რომელსაც ახალ კორონავირუსი სწრაფი ტექსტით დაუდასტურდა ბოლნისში.

წაიკითხე მეტი

ჩამოტვირთე მეტი

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG