კოსოვოს პარლამენტარებმა დაამტკიცეს კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს სრულფასოვანი არმიის შექმნას
14 დეკემბერს კოსოვოს პარლამენტმა მსუბუქად შეიარაღებული ძალების (KSF) პროფესიულ არმიად გარდაქმნის შესახებ კანონი დაამტკიცა. კანონპროექტი ერთხმად იქნა მიღებული. სხდომა ბოიკოტი გამოუცხადა სერბ კანონმდებელთა უმცირესობამ, რომლებიც წარმოადგენენ კოსოვოს 120,000 სერბ მოსახლეობას. კოსოვოს პარლამენტის გადაწყვეტილებას მკვეთრად ეწინააღმდეგება ბელგრადიც და აცხადებს, რომ ამით დაირღვევა გაეროს რეზოლუციები; ასევე ახალ ძალას სერბი უმცირესობის წინააღმდეგ გამოიყენებენ. ორივე ბრალდებას პრიშტინა უარყოფს.ნაციონალისტური ორიენტაციის სერბული გაზეთები წერენ, რომ ამ ნაბიჯს შესაძლოა ახალი კონფლიქტი მოჰყვეს. კოსოვოს არმიას 5 000 ჯარისკაცი დ 3000 რეზერვისტი ეყოლება და რამდენიმე წელი დასჭირდება, სანამ ბრძოლისუნარიანი გახდება.
ეპიზოდები
-
მარტი 11, 2024
შვილი: გელა მთივლიშვილი
-
თებერვალი 24, 2024
უკრაინელი და რუსი პირისპირ
-
თებერვალი 22, 2024
დეპორტაციის ისტორია - დააბრუნებენ ქართველების ოჯახს ავსტრიაში?
-
თებერვალი 17, 2024
ბიძინა ბარათაშვილი - 8 ფოტო არქივიდან
-
თებერვალი 13, 2024
გვინდა ვიცოცხლოთ - რას სთხოვენ ონკოპაციენტები სახელმწიფოს
-
თებერვალი 01, 2024
როგორ ამხილა ნინიამ უფროსი სამსახურში სექსუალურ შევიწროებაზე
დაწერეთ კომენტარი