Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სიმონ გაბრიჭიძე პირველადი ჯანდაცვის მდგომარეობაზე


სიმონ გაბრიჭიძე პირველადი ჯანდაცვის მდგომარეობაზე
please wait

No media source currently available

0:00 0:50:42 0:00

„ველფეარ ფაუნდეიშენის“ აღმასრულებელი დირექტორი, სიმონ გაბრიჭიძე თავის კოლეგებთან ერთად წლებია იკვლევს საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში არსებულ ვითარებას. გასული წლის ნოემბერში ორგანიზაციამ მოამზადა გამოკვლევა - „სუსტი პირველადი ჯანდაცვა“, რომელიც ქვეყანაში პირველადი ჯანდაცვის მდგომარეობას ეხება. რადიო თავისუფლების ეთერში სიმონ გაბრიჭიძე აღწერს როგორც პრობლემებს, ისე სხვა ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკას: „პირველადი ჯანდაცვა არის კარი, საიდანაც პაციენტი ხვდება ჯანდაცვის სისტემაში და შესაბამისად ის ასრულებს ერთგვარი ფილტრის როლს. ამაში იგულისხმება ის, რომ იმ ქვეყნებში, სადაც პირველადი ჯანდაცვა არის სათანადო დონეზე, ის ახერხებს მოსახლეობის დაახლოებით 80-90%-ის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებას, ანუ მას აღარ სჭირდება ჰოსპიტალურ სექტორში სპეციალისტებთან გადამისამართება, დამატებითი ხარჯების გაღება, არამედ პირველადი ჯანდაცვა აგვარებს მათ პრობლემას. სამწუხაროდ, საქართველოში, თუ ამ პრინციპით მივუდგებით, შეიძლება ვთქვათ, რომ აბსოლუტურად საპირისპირო პოლუსზე ვართ - პირველადი ჯანდაცვა არათუ მოსახლეობის 80-90%-ის პრობლემებს აგვარებს, საერთოდ არაფერს არ აგვარებს. წლების განმავლობაში მიზანმიმართულად თუ არასწორი პოლიტიკის შედეგად მოხდა ისე, რომ პირველადი ჯანდაცვა თავის ფუნქციას ვეღარ ასრულებს. სახელმწიფოს აქვს მცდელობა მოახდინოს რეფორმები, ცვლილებები ამ სისტემაში, მაგრამ იმდენი პრობლემებია უკვე დაგროვილი, რომ წლები დასჭირდება ამას, რომ დადებითისკენ და უკეთესობისკენ შეიცვალოს". ზოგადად ჯანდაცვის და კონკრეტულად პირველადი ჯანდაცვის სავალალო მდგომარეობას ბევრი სხვა პრობლემა განაპირობებს, თუმცა, „დილის საუბრების“ სტუმარი თვლის, რომ ლიმიტირებული რესურსის პირობებში კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ვითარების ადეკვატურად გაანალიზება და რესურსის რაციონალურად განაწილება:

XS
SM
MD
LG