Accessibility links

ლევან ბოძაშვილი NDI-ს გამოკვლევის შედეგებსა და პოლიტიკურ კონტექსტზე


ლევან ბოძაშვილი NDI-ს გამოკვლევის შედეგებსა და პოლიტიკურ კონტექსტზე
please wait
Embed

No media source currently available

0:00 0:49:43 0:00

კონსტიტუციონალისტი, ლევან ბოძაშვილი NDI-ს ბოლო გამოკვლევის შედეგებიდან ყურადღებას ამახვილებს ერთ ნაწილზე, სადაც შეკითხვას - „თქვენი აზრით, საქართველოში ამჟამად არის დემოკრატია?“ - გამოკითხული მოქალაქეების 59% უარყოფითად პასუხობს: „თუ ჩვენ გვაქვს მოსახლეობის თითქმის 60%-ის დამოკიდებულება, რომ ქვეყანაში არ არის დემოკრატია, არის თუ არა ეს მაჩვენებელი და ასეთი მიდგომა ერთგვარი რევოლუციური სცენარის ლეგიტიმაციის საფუძველი? ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, ჩემი თვალთახედვით, ამ კვლევაში. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ მეტად საპასუხისმგებლო ორგანიზაციებს აფინანსებენ სხვადასხვა მთავრობის დონორი ორგანიზაციები, ესენი შეიძლება იყოს USAID, UKAID - ბრიტანეთის და ამერიკის გადამხდელთა ფულია პირდაპირ, რაც ბუნებრივია ყოველთვის ემყარება გარკვეულ ჩარჩოებს და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მათ შორის არის სიტუაციის ადეკვატური შეფასების მოთხოვნა. როცა ისინი თანხას ხარჯავენ ასეთ მნიშვნელოვან კვლევებში, რომელსაც შეუძლია მეტნაკლებად შეცვალოს განწყობითი დამოკიდებულებები საზოგადოებაში, ბუნებრივია, იქ გარკვეული ჩარჩოები ყოველთვის არსებობს. ამიტომ, ასეთი ტიპის სურათი, რომელიც ახლა დავინახეთ, კითხვას ბადებს - ის მთავრობები, რომლებიც ასეთ კვლევებს აფინანსებენ, არიან თუ არა მომხრე, რომ ეს ყველაფერი იყოს საჯარო, აშკარა, სწორედ საარჩევნო წელს? აქედან შეგვიძლია გავაკეთოთ გარკვეული შორს მიმავალი დასკვნებიც, რაც შეიძლება შეშფოთების საფუძველიც კი იყოს, რომ სახელისუფლებო გუნდის მიმართ განწყობები ძალიან არის შეცვლილი დასავლეთში. ეს დაფინანსება სწორედ დასავლეთიდან მოდის და ეს ჩარჩოებიც ამ ყველაფერს ეთანხმება. ამიტომ არის სწორედ, რომ [პოლიტიკური] დიალოგი ჩვენი დასავლელი პარტნიორების ეგიდით მიმდინარეობს. მათი ამოცანა არ ყოფილა, არ არის და დარწმუნებული ვარ, არც იქნება, რომ საქართველოში მოხდეს რაიმე ტიპის რადიკალიზაცია ან რევოლუციური სცენარების განხორციელება. სწორედ ამიტომ ცდილობენ ისინი ხელი შეუწყონ დიალოგს, პარტიებს შორის კონსენსუსის, კომპრომისის მიღწევას მათთვის ყველაზე მნიშვნელოვან ელემენტზე - ეს არის საარჩევნო სისტემის საკითხი“. ლევან ბოძაშვილი აღნიშნავს, რომ შექმნილ ვითარებაში პოლიტიკური პარტიებისთვის არსებითია პოლიტიკური შედეგის მიღწევა, ძალაუფლების მიღება, რაც სრულიად ნათელია დასავლელი პარტნიორებისთვის: „სწორედ ამ პროცესის - კომპრომისული დიალოგის შემოთავაზებით ისინი ცდილობენ ხელისუფლების გადანაწილების გარკვეული პროცესის ინიცირებას ქვეყანაში. ...რა უნდა მოხდეს ამ დიალოგის ფარგლებში: ჩემი ინფორმაციით და დაკვირვებით, ჩვენი დასავლელი პარტნიორების - ევროკავშირის, აშშ-ის, ევროსაბჭოს და ასევე ვენეციის კომისიის ინტერესია, რომ მიღწეულ იქნას კომპრომისი და შეთანხმება საარჩევნო სისტემაზე. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? იმიტომ, რომ თუ პოლიტიკური სუბიექტები შეთანხმდებიან საარჩევნო სისტემაზე ან უდიდესი ნაწილი მაინც დაეთანხმება, ეს არის გამომრიცხავი რევოლუციური რადიკალიზაციისა. არავის ამ ქვეყანაში და არც დასავლეთში ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს არ სურს რადიკალიზაცია საქართველოში. ეს აუცილებლად შეარყევს საქართველოს უსაფრთხოების გარემოს იმდენად, რომ შეიძლება ვეღარც გადავლახოთ დიდი ხნის განმავლობაში“. რაც შეეხება დღეს არსებულ საარჩევნო სისტემას, რა პირობებს ქმნის ის, თუკი ვერ მოხერხდება მის შეცვლაზე შეთანხმების მიღწევა: „აქ არის ძალიან მნიშვნელოვანი სისტემური საკითხი: გვაძლევს თუ არა არსებული სისტემა საშუალებას, რომ პოლიტიკურმა ძალებმა მაქსიმალური მობილიზების, ქუჩის აქციების, რაიმე განსაკუთრებული - მოსახლეობის გამაღიზიანებელი კომპრომატების გამოფენის გარეშე შეძლოს ხელისუფლებაში მოსვლა? იმის საშუალებას, რომ ჯანსაღი პროცესი განხორციელდეს, სისტემა არ იძლევა. ეს არის ყველაზე მთავარი. ...მაგრამ როდემდე უნდა ვიყოთ იმ რეჟიმში, როცა ასეთი ტექტონიკური და ტურბულენტური მოძრაობები ესაჭიროება ოპოზიციას, რომ ხელისუფლებაში მოვიდეს? ჩვენი დასავლელი პარტნიორების განწყობაც ეს არის, რომ სისტემა უნდა შეიცვალოს ისე, რომ ის თანაბარ პირობებში აყენებდეს ყველა პოლიტიკურ სუბიექტს“. „დილის საუბრების“ სტუმარი არსებული პოლიტიკური გარემოს თანაშემოქმედად ხელისუფლებასთან ერთად ოპოზიციას განიხილავს და რამდენიმე ასპექტზე ამახვილებს ყურადღებას: „ოპოზიციური პარტიები თვითონ აძლევენ ნიშას პოლიტიკურ ბაზარზე [საკითხების] დიდი ფულით გადაწყვეტას, როცა ისინი არ ელაპარაკებიან მოსახლეობას. თუ მათ მოსახ

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG