Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლევან გოგიჩაიშვილი - „ეს იყო წინასწარ დაგეგმილი შეთქმულება საქართველოს მომავლის წინააღმდეგ!“


„ის, რაც მოხდა, არის დარტყმა ჩვენს თავისუფლებაზე, ეს არის დარტყმა ჩვენს მომავალზე! ისევ ის მცდელობაა, რომ ეს ორი მონსტრი, ორი სისტემა ერთმანეთს დაუპირისპირდეს: ახლა გამოხტება სააკაშვილი საიდანღაც, დაიწყებს ისტერიკას. მერე გამოვა „ქართული ოცნება“ - აი, ხომ ხედავთ, ჩვენ სააკაშვილისგან უნდა გადავარჩინოთ ეს ქვეყანაო და ისევ იქნება მცდელობა ამ ორპოლუსიანობის“, - ეუბნება რადიო თავისუფლებას პარლამენტის წევრი, ლევან გოგიჩაიშვილი.

„ყველაზე მეტს ამაში ხალხი დაკარგავს. დღეს ჩვენი დემოკრატია დგას კითხვის ნიშნის ქვეშ, პირდაპირი მნიშვნელობით! ვინ არის გარანტი დემოკრატიის - ნინო წილოსანია თუ დიმიტრი ხუნდაძეა ამ ქვეყანაში გარანტი?! ინსტიტუციები ჩამოშალა, პარლამენტი ჩამოშლილია, მთავრობა ვერტიკალშია, სასამართლო ვერტიკალში ჰყავს. დიქტატურა მეტი კი არაფერია და ავტორიტარიზმი!“, - აცხადებს გოგიჩაიშვილი და თვლის, რომ პროცესს ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობს:

„ეს იყო წინასწარ დაგეგმილი შეთქმულება საქართველოს დემოკრატიის და ჩვენი მომავლის წინააღმდეგ! ამ შემთხვევაში, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, რა თქმა უნდა“.

ლევან გოგიჩაიშვილი თვლის, რომ 14 ნოემბრის გადაწყვეტილებას იზოლაციისკენ მიჰყავს საქართველო:

„მარტო გვტოვებენ! მარტო გვტოვებენ! ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ იზოლაციში მოვხვდეთ! ჩაგვკეტონ და რაღაც უბედურება დაგვემართოს! მერე გამოხტება კადიროვი, რაღაცა გზა გავაკეთოთ და არ ვიცი... მერე შეიძლება კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობის წინაშე დაგვაყენონ!“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG