Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლევან იოსელიანი ოპოზიციის კონსულტაციებზე - "განსხვავებული აზრი გვაქვს ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით"


"ვთვლი, რომ ვადამდელ არჩევნებზე საუბარი აზიანებს შესაძლებლობას, რომ მივაღწიოთ შეთანხმებას. როგორც კი ოპოზიციის ნაწილი იწყებს ვადამდელ არჩევნებზე საუბარს, მმართველი პარტიისგან ვაწყდებით ძალიან ხისტ წინააღმდეგობას" - აცხადებს პარლამენტის ვიცესპიკერი, ლევან იოსელიანი.

იოსელიანი განმარტავს: "მათთვის [მმართველი პარტიისთვის] ეს არის რაღაცნაირი წითელი ხაზი და მზად არიან საერთოდ უარი თქვან იმ პირველი მოსმენით მიღებულ ვერსიაზე". მეორე მხრივ, ვიცესპიკერი მხარს უჭერს საკონსტიტუციო ცვლილებების იმ პროექტს, რომელსაც მიმდინარე წლის 7 სექტემბერს სხვა 125 დეპუტატთან ერთად დაუჭირა მხარი და რომელიც ითვალისწინებს "პარლამენტის მომდევნო ორი არჩევნების" სრულად პროპორციული სისტემითა და 2%-იანი ბარიერით ჩატარებას, თუმცა გამოდის შექმნილი რეალობიდან და აცხადებს: "არ დაილევა მიზეზი, გადააბრალო - პირველმა ვინ დაარღვია და როგორ დაარღვია, მაგრამ მნიშვნელოვანია, თუ რაღაცაზე შეთანხმებას მივაღწიეთ და ამის მტკიცებულებაა პირველი მოსმენით მიღებუილი ცვლილებები, ეს შეთანხმება შესრულდეს. თუ ეს ყველაფერი მაინც განწირულია დასარღვევად, უნდა დავიწყოთ კონსულტაციები და გამოვნახოთ ის გამოსავალი, რომელიც ერთი მხრივ უზრუნველყოფს პლურალისტურ გარემოს და მეორე მხრივ - მყარ პოლიტიკურ სისტემას სამომავლო არჩევნებისთვის".

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG