Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლევან მამალაძე პრეზიდენტს შეწყალებას სთხოვს


ლევან მამალაძე
ლევან მამალაძე

ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორი, ლევან მამალაძე, რომელსაც 17 წელი აქვს მისჯილი და ინტერპოლის ცირკულარით იძებნება, „უმორჩილესად“ სთხოვს შეწყალებას პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს.

„მომეცით საშუალება დავბრუნდე საქართველოში, ვიყო მხცოვანი დედის გვერდით და ამ რთულ პერიოდში, როგორც რიგითი ჯარისკაცი, ვემსახურო სამშობლოს!“, წერს ლევან მამალაძე manifest.ge-ზე ხელმოსაწერად გამოქვეყნებულ წერილში. მისი თქმით, ის მხოლოდ იმიტომ გაასამართლეს, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის პოლიტიკური მოწინააღმდეგე იყო და მის „სისხლიან რეპრესიებს“ შეეწირა

„გავრცელებული ჭორები „ზოდები და ნიანგები“ ჩემს საქმეში არ არსებობს, ეს მხოლოდ უარყოფითი საზოგადოებრივი აზრის შესაქმნელად იყო მოგონილი. 2012 წლიდან ყველა ინსტანციას მივმართეთ, მაგრამ ჩემი საკითხი სამართლებრივ ჭრილში არც ერთ უწყებაში არ განხილულა, გაურკვეველი პოლიტიკური სარჩულის მიზეზით. ასეთივე მიდგომა აქვს სასამართლოსაც”, აცხადებს მამალაძე.

ლევან მამალაძემ საქართველო ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობის“ მოსვლის შემდეგ დატოვა. პრეზიდენტ სააკაშვილის ხელისუფლებამ ბრალად დასდო განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის გამოძალვა დ 2006 წელს მას თავისუფლების 17 წლით აღკვეთა მიესაჯა. მანამდე, 2003 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს, ლევან მამალაძე, რომელიც პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის გუნდში იყო, ქვემო ქართლში არჩევნების გაყალბებაში დაადანაშაულეს. ოპოზიციამ არჩევნები არ ცნო, რასაც ვარდების რევოლუცია და შევარდნაძის ხელისუფლებიდან მშვიდობიანი განდევნა მოჰყვა. არჩევნების ლეგიტიმურობა ეჭვქვეშ დააყენეს საერთაშორისო დამკვირვებლებმაც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG