Accessibility links

ლელა გულედანი დევნილთა პროტესტზე


ლელა გულედანი დევნილთა პროტესტზე
please wait
Embed

No media source currently available

0:00 0:52:56 0:00

ერთი თვეა თბილისში, ჯანდაცვის სამინისტროსთან საპროტესტო აქციას მართავენ დევნილები. მიზეზი დევნილთა ბინებით დაკმაყოფილების პროცესის მიმდინარეობაა. დევნილთა 90 ათასი ოჯახიდან დაახლოებით ნახევარია დაკმაყოფილებული. „დევნილთა პარტიის“ თავმჯდომარე, ლელა გულედანი რადიო თავისუფლების ეთერში აცხადებს: „იმ ტემპით, როგორც ეს პროცესი მიდის, კიდევ 10-15 წელი გაგრძელდება. ეს არის სახელმწიფოს მიდგომა ამ საკითხისადმი. სამინისტროს არ აქვს არც კომპეტენცია, არც უნარი და არც ნება-სურვილი, რომ ეს პრობლემა წელში გატეხოს და დაასრულოს. ამას გარდა, არის ქულათა მინიჭების სისტემა, რომელსაც აპროტესტებენ დევნილები და ეს არის ძალიან დამამცირებელი დევნილებისთვის. მათთვის ბინების მინიჭება ქულებით არ უნდა წყდებოდეს. ისინი სახელმწიფოსგან ელოდებიან ბინებით დაკმაყოფილებას. დევნილობა უკვე არის სტატუსი და მას არ სჭირდება სოციალური სტატუსის გამაპირობებელი სხვა პირობები“. ლელა გულედანის თქმით, ქულების მინიჭების პროცესი გაუმჭვირვალეა. ის რადიო თავისუფლებას უზიარებს სხვა დევნილების მონათხრობს: „მონიტორინგის სამსახური ადგილზე ამოწმებს სიტუაციას და როგორც უნდა ისე მიაქვს ამბავი კომისიის შეკრებაზე, სადაც ხდება გადაწყვეტილების მიღება. დევნილები მიყვებიან: მე მეკუთვნოდა ბინა, მაგრამ ჩემმა მეზობელმა მიიღო, რადგან ის ერთ-ერთი ჩინოვნიკის ნათესავია. არ გვაქვს ფაქტები. რომელი დევნილი წარმოადგენს კორუფციაზე ფაქტს?.. ამბობენ, ჩემმა მეგობარმა, ნათესავმა ამდენი გადაიხადა და მიიღო ბინა. ვიღაცებს უკვე მიღებული ჰქონდათ და გადაყიდეს უკვეო“. ლელა გულედანს აქვს იდეა შეისწავლოს საკითხი - იუსტიციის სახლიდან გამოითხოვოს დოკუმენტები, იურისტებთან ერთად შეისწავლოს რამდენი დევნილი დაკმაყოფილდა ბინით, რამდენმა გაყიდა ის. „სიამ, რომელიც ბოლოს დაიდო და ყველა გააღიზიანა. იდება სამი სახის სია: პირველი ეს არის კრიტერიუმებით დაკმაყოფილება, ანუ განაცხადის საფუძველზე დევნილების დაკმაყოფილება; მეორეა ვალდებულების საფუძველზე დაკმაყოფილება, ვისაც სასამართლოში აქვს საქმე და მოუგო სამინისტროს და მესამეა ნგრევადი ობიექტების დაცვა. პირველ სიაში არის ოჯახების ჩამონათვალი და გვერდზე უწერია ქულა. მეორე და მესამე სიებში ქულები არ ჩანს და ეს იწვევს დევნილებში ძალიან დიდ გაუგებრობას. მე ვეუბნები დევნილებს, არ შეიძლება სამინისტროსთან ზეპირსიტყვიერად კომუნიკაცია, გამოითხოვეთ საბუთები“. ლელა გულედანი ყვება შემთხვევებს, როცა დევნილის საქმეში სამინისტრომ არ ასახა სასამართლოს გადაწყვეტილება, ან როცა დევნილისთვის უთქვამთ: „შენ ოპოზიციაში ხარ, ბევრს ლაპარაკობ და ამიტომ ბინას არ მოგცემთო. თითქოს თავისი ჯიბიდან არიგებდნენ ჩინოვნიკები ამ ბინებს“. „დევნილთა პარტიის“ თავმჯდომარის თქმით, დევნილთა ბინებით უზრუნველყოფის პროცესი გამჭვირვალე რომ იყოს, პრეტენზია არავის ექნებოდა: „დავდგებით რიგში. უბრალოდ, მითხრან - ორ წელიწადში მიიღებ. ეს რომ ვიცოდე, დაველოდები იმ ორ წელიწადს, მაგრამ როცა ვხედავ, რაღაცას მაიმუნობენ, ქულა დამაკლეს, რაღაც საბუთი დაკარგეს, არ მიშვებენ, საქმეს არ მაჩვენებენ, სამინისტროს წარმომადგენელი მეუბნება უი, არ ვიცოდი სასამართლო გადაწყვეტილება თუ გქონდათ. ასეთ რამეს როცა აწყდები, უნდობლობა ჩნდება“. ლელა გულედანი აღნიშნავს, რომ მომავალი წლის ბიუჯეტში დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფისთვის მცირე თანხაა გამოყოფილი. თუმცა, ისიც ესმის, რომ საკითხის მოგვარებისთვის ძალიან დიდი დაფინანსებაა საჭირო: „ყველა დევნილს რომ ბინა მისცეს სახელმწიფომ, მთელი ქვეყნის ბიუჯეტის თითქმის ნახევარი - 4 მილიარდი უნდა წავიდეს ამ პრობლემის მოგვარებაზე და მაშინ ყველა სხვა სამინისტრო უსახსროდ დარჩება... ალტერნატიულ გზებზე სახელმწიფო არ ფიქრობს. უამრავი შენობა-ნაგებობა, მიწა აქვს გამოუყენებელი, რომლის პრივატიზაციაც ვერ მოახდინა“. კვლავ აქტუალურია დევნილთა კონსოლიდაციის საკითხი. ხელისშემშლელ მიზეზებს შორის „დილის საუბრების“ სტუმარი შემდეგს ჩამოთვლის: „იმედგაცრუება, სოციალური პრობლემები. იდეა არ არის, რის ირგვლივაც უნდა გაერთიანდნენ დევნილები. მოწყვლადი ფენაა. არ ფლობს კერძო საკუთრებას. ინტეგრირებული არ არის. სულ ჩანთებზე რომ ზიხარ და არ იცი, როდის გაგასახლებენ... ფაქტობრივად ბოშებივით ვართ. პირადად ჩემმა ოჯახმა ძალიან ბევრჯერ შეიცვალა საცხოვრებელი ადგილი. არ გვაქვს სტაბილურობის განცდა. რამდენჯერ მოვწყდით იმ სოციუმს, რომელსაც შევეჩვიეთ, სადაც სამსახური გვქონდა, სკოლა

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG