Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლერი ხაბელოვი: „ვაგრძელებთ სტიპენდიების გაცემას და სახელფასო ვალდებულებების შესრულებას"


ლერი ხაბელოვი
ლერი ხაბელოვი

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტ ლერი ხაბელოვის განცხადებით, ტოკიოს ოლიმპიური თამაშებისთვის მოსამზადებელი პროცესი დაირღვა და სპორტული აქტივობებიც ჩაიშალა, მაგრამ შეფერხება არ შეხებია სპორტსმენებისა და მწვრთნელების ხელფასებსა და სტიპენდიებს, საქართველოს ოლიმპიური ნაკრების წევრები და კანდიდატები კი ყველა რეკომენდაციას ითვალისწინებენ და ინარჩუნებენ სპორტულ ფორმას.

„კორონავირუსის პანდემიის გამო, სპორტსმენები მოკლებულნი არიან სრულყოფილი წვრთნისა და შეჯიბრებებში მონაწილეობის შესაძლებლობას. მათთვის მკაცრი რეჟიმის დაცვა, დისციპლინა და წესრიგი ჩვეულებრივი ამბავია, წინააღმდეგობის დაძლევა, სულიერი და ფიზიკური ძალების მობილიზების უნარი კი - მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული გამოცდილება, რომელიც სწორედ სპორტს მოაქვს. ამ მძიმე დროს ჩვენი სპორტსმენები, შესაძლებლობების ფარგლებში, ნაყოფიერად ახერხებენ სპორტული ტონუსისა და საბრძოლო განწყობის შენარჩუნებას. ამის საუკეთესო მაგალითს იძლევიან ნინო სალუქვაძე, ლაშა ტალახაძე, გენო პეტრიაშვილი, ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, ვარლამ ლიპარტელიანი, ლუბა გოლოვინა, სალომე ფაჟავა, სანდრო ბაზაძე, გოგიტა არქანია და ჩვენი სხვა სახელოვანი სპორტსმენები“, - განაცხადა ლერი ხაბელოვმა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG