Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფარული ჩანაწერები, სახელმწიფო და პოლიტიკური კონტექსტი


ფარული ჩანაწერები, სახელმწიფო და პოლიტიკური კონტექსტი
please wait

No media source currently available

0:00 0:54:12 0:00

პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების საკითხი კვლავ აქტუალურია, კვლავაც კონკრეტულ პოლიტიკურ კონტექსტში ამოყო თავი და კვლავაც პოლიტიკურად აქტიურ ქალს ეხება. ამბის გავრცელების ფონზე ეკა ბესელია თავად ახდენს "მორალური ტერორის" სამიზნედ იდენტიფიცირებას. მომხდარს არაერთი ორგანიზაცია და პირი გამოეხმაურა. პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა განაცხადა, რომ "ყველა ადამიანმა ვინც თუნდაც გაუფრთხილებლად, მით უფრო განზრახ ავრცელებს მსგავს ჩანაწერებს, უნდა იცოდეს, რომ ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული". განცხადება გაავრცელეს კამპანია "ეს შენ გეხება"-ს მონაწილე ორგანიზაციებმაც. "მთავარი პრობლემა არის პოლიტიკური ნება, რომ ერთხელ და საბოლოოდ ამ ქვეყანაში წერტილი უნდა დაესვას ამ ძალიან ბინძური მეთოდებით ბრძოლას, რომელიც გამოიყენება პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის და რომელსაც აქვს მსუსხავი ეფექტიც. ეს არ არის მხოლოდ ერთი ადამიანის დაშინება. ეს არის ხოლმე გზავნილი ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც გადაწყვეტს, რომ იყოს კრიტიკულად განწყობილი", - აცხადებს ლიკა საჯაია "დილის საუბრებში".

XS
SM
MD
LG