Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"რატომ ვუყურებთ პანკისის ხეობას ასეთი სპეციფიკური მზერით?"


"რატომ ვუყურებთ პანკისის ხეობას ასეთი სპეციფიკური მზერით?"
please wait

No media source currently available

0:00 0:52:53 0:00

"ჩვენი მიზანი იყო, პირველ რიგში, "უსაფრთხოების მზერის" დაშლა: როგორ ჩამოყალიბდა პანკისის ხეობა პოლიტიკურ ეპიცენტრში - ისტორიული გარემოებების, გაბატონებული დისკურსებისა და გლობალურ-ძალაუფლებრივი კონფიგურაციების კონტექსტში", - ამბობს მაია ბარქაია, თანაავტორი პანკისის შესახებ მომზადებული გამოკვლევისა - "უსაფრთხოების მზერის ქვეშ: ისტორია, რელიგია და პოლიტიკა პანკისის ხეობაში". ის და გამოკვლევის მეორე ავტორი ბაია ჯანელიძე სტუმრობდნენ "დილის საუბრებს". ისინი განმარტავენ მიზეზებსა და საფუძვლებს პანკისის მიმართ იმ სტერეოტიპული მიდგომებისა, რომლებიც დღემდე ჩამოყალიბდა და ხელს უშლის ადეკვატური კითხვების დასმასაც კი. მაია ბარქაია და ბაია ჯანელიძე თვლიან, რომ საჭიროა დღეს არსებული მზერის დეკონსტრუქცია და შემდეგ უფრო ნიუანსურად დანახვა პანკისისა და პანკისელების რეალობის.

XS
SM
MD
LG