Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზურაბ ბენდიანიშვილი ოკუპირებული ტერიტორიების იზოლაციაზე


ზურაბ ბენდიანიშვილი ოკუპირებული ტერიტორიების იზოლაციაზე
please wait

No media source currently available

0:00 0:51:03 0:00

ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილებით 27 თებერვლის საღამოდან ჩაიკეტა ოკუპირებული ტერიტორიის საქართველოს დანარჩენ ნაწილთან დამაკავშირებელი ბოლო, პერევი-სინაგურის გამშვები პუნქტი. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლება ჩაკეტვის მიზეზად ადგილობრივ მედიაში ასახელებს ახალი კორონავირუსის გავრცელების საფრთხეს და ამ გადაწყვეტილებას უკავშირებენ აგრეთვე საქართველოში ახალი ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევის დადასტურებას. თუმცა, ე.წ. გამყოფი ხაზის სრულად ჩაკეტვის პერსპექტივაზე მანამდე გავრცელდა ინფორმაცია ადგილობრივ მოსახლეობაზე დაყრდნობით. 24 თებერვალს „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმაც“ გაავრცელა ამის შესახებ განცხადება და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებდა საკუთარი მოქალაქეების უფლებების დაცვისკენ. „კოალიციის - დევნილთა უფლებებისთვის“ თავმჯდომარემ, ზურაბ ბენდიანიშვილმა რადიო თავისუფლების ეთერში დაადასტურა ასეთი ინფორმაციის არსებობა: „მიუხედავად იმისა, რომ საზღვარი ჩაიკეტა კორონავირუსის გავრცელების პრევენციის გამო, რამდენიმე დღის წინ ადგილობრივ მოსახლეობაში რუსმა მესაზღვრეებმა და ოსმა ძალოვნებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ეს გზა ჩაიკეტებოდა. თავის დროზე სწორედ ადგილობრივი მოსახლეობისგან გავიგეთ, რომ ახალგორის ჩაკეტვას აპირებდნენ, აქაც უკვე ვიცოდით, რომ ეს ბოლო, სასიცოცხლო გზა უნდა ჩაეკეტათ რუსებს და უბრალოდ, დაემთხვა საქართველოში ვირუსის დაფიქსირების ფაქტი და უფრო მარტივი გზით, „პრევენციის“ მიზნით ჩაკეტეს, თუმცა ეს გადაკეტვა ისედაც დაანონსებული იყო“. რა მნიშვნელობა ჰქონდა ამ, ბოლო მოქმედ გამშვებ პუნქტს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობისთვის? „არ რეკლამდებოდა, არ აფიშირდებოდა, მაგრამ ახალგორელებისთვის ეს რეალურად იყო „სიცოცხლის გზა“. მიუხედავად სიშორისა, გზის სირთულისა და სიძვირისა, ძალიან ბევრი ადამიანის საჭიროებას წარმოადგენდა ქართულ მხარეს მოძრაობა სხვადასხვა მიზეზის გამო და სწორედ ამიტომ ახალგორელები ამ გზით სარგებლობდნენ და ეს გზა ჩაეკეტათ დღეს“. საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე მიმოსვლის რეჟიმი მაქსიმალურად გამკაცრდა აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიასთანაც. ზურაბ ბენდიანიშვილს ამ მიმართულებით რეკომენდაცია აქვს საქართველოს ხელისუფლებისთვის: „შევთავაზებდი ხელისუფლებას და ალბათ, პირადადაც ვიზამ ეთერის მერე დღეს, რომ, ვთქვათ, იმავე ენგურზე ჩვენებმა გააკეთონ სამედიცინო კონტროლი, შემოწმება იმ ადამიანებისა, რომლებიც გადაადგილდებიან ერთი და მეორე მიმართულებით“. „დილის საუბრების“ სტუმარმა ილაპარაკა სამოქალაქო აქტივიზმის როლზე შექმნილ კონტექსტში: „სამოქალაქო აქტივიზმს ძალიან დიდი როლი ენიჭება, რომ არ დაკარგოს ხიდები ოსურ და აფხაზურ საზოგადოებებთან ურთიერთობის და ქართულ საზოგადოებაში განწყობების ფორმირებას შეუწყოს ხელი, რომ ისინი კეთილმეზობლური ადამიანები არიან ჩვენი ისტორიული კავბშირებით და ნათესაური კავშირებით. „ძმობა“, „დობა“ - არ მიყვარს ასეთი ფრაზები, ეს ტყუილია, ფალსიფიცირებულია და ნეგატიურ განწყობებს აჩენს მეორე მხარის საზოგადოებებშიც, მაგრამ ეს აქტივობები გვახსენებს, რომ ისინი ჩვენი საზოგადოების ნაწილები არიან და არა რუსული დანამატები. ...ჩვენ ყოველთვის ორიენტირებული ვართ, რომ რაღაცაც გავაკეთოთ ლაპარაკის გარდა - ერთობლივად რაღაც შევქმნათ და რატომ? ჩვენი ნებისმიერი ქმედება მიმართული უნდა იყოს რაღაც ცვლილებისკენ. ჩვენი ბოლო აქტივობა უკავშირდება საგანმანათლებლო კომიქსების შექმნას, სადაც გამყოფი ხაზის მეორე მხარეს მყოფი და ჩვენი ახალგაზრდები ერთობლივად ქმნიან ისტორიებს, იხილავენ რა არის ადამიანის უფლებები, გენდერული თანასწორობა და ა.შ.. ახლა ქმნიან ერთობლივად კომიქსებს გენდერულ საკითხებზე: ვითვალისწინებთ კონტექსტს ადგილზე, მორგებულია იმ რეალობას და როგორც აღმოვაჩინეთ, ეს ინსტრუმენტები ძალიან საინტერესოა ორივე საზოგადოებისთვის“. მეორე მხრივ, ზურაბ ბენდიანიშვილს კარგად ესმის, რომ საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის სამხედრო ყოფნის პირობებში არსებითად ვითარება ვერ შეიცვლება. ამ თემაზე ის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანებისგან არაერთგზის მოსმენილ ერთ მოსაზრებას გვიზიარებს: „ჩვენი მთავარი მიზანია ძლიერი უსაფრთხოების ქოლგის შექმნა, რასაც ნატო წარმოადგენს და თუ ამ მიზნამდე როგორღაც მივედით, მერე სულ სხვა პროცესები დაიწყება და არ უნდა გვქონდეს იმის შიში, რომ ნატო რომ შემოვიდეს, აფხაზეთი და ცხინვალი დაკარგული იქნება, პირიქით! და უფრო მეტს გეტყვით განწყობებთან დაკაშირებით: არაერთხელ მიმიღია ასე

XS
SM
MD
LG