Accessibility links

"გაფიცვის გადაწყვეტილება არის უკანასკნელი და ძალიან მძიმე მისაღები"


"გაფიცვის გადაწყვეტილება არის უკანასკნელი და ძალიან მძიმე მისაღები"
please wait
Embed

No media source currently available

0:00 0:17:39 0:00

,,სოციალური მომსახურების სააგენტოში“ დასაქმებულმა სოციალურმა მუშაკებმა და სისტემის ყოფილმა თანამშრომლებმა თითქმის თვენახევრის წინ დაიწყეს საჯაროდ ლაპარაკი სისტემურ ხარვეზებზე. ისინი სახელმწიფოსგან კონკრეტულ ცვლილებებს ითხოვდნენ - ცვლილებებს იმისთვის, რომ მათი პროფესიული საქმიანობა შესაძლებელი იყოს, მათ შეეძლოთ საჭიროების მქონე ადამიანებამდე მისვლა და მათთვის შესაბამისი დახმარების გაწევა. სადამდე მივიდა პროცესი დღეს? გლდანი-ნაძალადევის სერვის-ცენტრის ყოფილი თანამშრომელი, სოციალური მუშაკი მარიამ ბანძავა "დილის საუბრებში" გვიყვება: "მედიაციის ერთი ეტაპი დავასრულეთ. სამწუხაროდ, მოხდა ისე, რომ მედიაციის პროცესში ჩვენი მოთხოვნები დაყვანილი იქნა 4 პუნქტამდე, რომლებიც სხვა პუნქტებთან შედარებით არც თუ ისე მნიშვნელოვანია. დამსაქმებლისგან არ გვქონია უკუკავშირი სერვისების განვითარებაზე, ინსტრუმენტებზე, რომლებიც სჭირდებათ სოციალურ მუშაკებს იმისათვის, რომ თავიანთი ფუქნცია-მოვალეობები პირნათლად შეასრულონ. ჩვენ აგრეთვე მოვითხოვდით ფსიქოლოგს ყველა სერვისცენტრში, მაგრამ მივიღეთ დაპირება, რომ მხოლოდ თბილისში დაემატებოდა ერთი ფსიქოლოგი. ამით მოცემულობა არ იცვლება. თუ ბავშვს, რომელიც იყო ძალადობის მსხვერპლი, 7 თვის განმავლობაში უწევდა ლოდინი ფსიქოლოგთან ჩასაწერად, ორი ფსიქოლოგით ვიღებთ 3,5 თვეს. 3 თვე ძალადობის მსხვერპლისთვის არის ძალიან დიდი დრო და ამით მოცემულობა არ იცვლება". მარიამ ბანძავა კვლავ და კვლავ ხაზს უსვამს ძალადობის მსხვერპლისთვის ფსიქოლოგისგან დახმარების სწრაფად მიღების საჭიროებას: "სოციალური მუშაკების ხარჯზე ხდებოდა ყოველთვის, როცა გადაუდებელი შემთხვევა იყო. ჩვენ ვრეკავდით, ვიყენებდით ყველანაირ სანაცნობო წრეს, რომ სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების ფსიქოლოგები ჩართულიყვნენ. როცა ბავშვს კონკრეტულ მომენტში სჭირდება სტრესის მინიმალიზაცია, ვერ დაველოდებით 6 თვეს და 3 თვეს. ეს წარმოუდგენელია. ყოველთვის გარე სერვისებსაც ვერ დაეყრდნობი". არაერთ ინტერვიუში ბევრი სხვა პრობლემის გარდა, სოციალური მუშაკები ლაპარაკობდნენ ტრანსპორტირების პრობლემაზეც, რომ ხშირად მათ საკუთარი ხარჯით უწევდათ საჭიროების მქონე პირთან ოჯახში მისვლა. მარიამ ბანძავა ამბობს, რომ ამ ეტაპზე ლაპარაკია ტრანსპორტის დამატებაზე თბილისში: "ლაპარაკი იყო, რომ ამ ეტაპზე 11 ტრანსპორტის დამატება იგეგმება, მაგრამ რა ქნან რეგიონებმა, სადაც სოციალურ მუშაკებს უწევთ კილომეტრების გავლა, რომ მხოლოდ ერთი ვიზიტი განახორციელონ ოჯახში. იმისთვის, რომ სოციალურმა მუშაკმა შეაფასოს ოჯახში რა ხდება, ამისთვის ერთი ვიზიტი არ არის საკმარისი". სოციალური მუშაკი და აქტივისტი, მარიამ ბანძავა წუხს, რომ მედიაციის პროცესში არ გამოკვეთილა კონკრეტული ვადები, სამოქმედო გეგმა - როგორ აპირებს სამინისტრო ამ "კრიტიკული სიტუაციიდან" გამოსვლას. მოთხოვნებს შორის ერთ-ერთი არის სოციალური მუშაკებისთვის იმ საქმიანობის მოცილება, რომელსაც არ სჭირდება მათი კვალიფიკაცია. მედიაციის პროცესში ერთი ორმხრივი შეხვედრაზე კი ვერ შედგა სოცმუშაკებსა და სამინისტროს შორის. "დილის საუბრების" სტუმარი განმარტავს, რომ ლაპარაკია არა სოციალური მუშაკების კეთილდღეობის დაცვაზე: "ვიბრძვით ბავშვების, ქალების, ხანდაზმული პირების კეთილდღეობის დასაცავად. ვამბობთ რომ ვართ კრიტიკულ მდგომარეობაში და ვითხოვთ, რომ გვჭირდება შველა, მედიაციის პირველი ეტაპი სრულდება ისე, რომ დამსაქმებელი ორმხრივი შეხვედრის ორგანიზებასაც ვერ ახერხებს". სოციალური მუშაკები აპირებენ კიდევ ერთხელ სცადონ დამსაქმებელთან კომუნიკაცია, რომ გაგრძელდეს მედიაცია. მარიამ ბანძავას თქმით, დიდი მოლოდინი არ აქვთ: "ვხედავთ, რომ მათი ინიციატივა, სურვილი და ნება არ არის საკმარისი, რომ დავინახოთ კონკრეტული გადაჭრის გზები. თუ ვერ მივიღებთ დაუყოვნებლივ რაღაც შედეგებს, ვმობილიზდებით იმისათვის, რომ მთელი საქართველოს მასშტაბით სოციალურმა მუშაკებმა 25 მარტიდან დავიწყოთ გაფიცვის პროცესი". "დილის საუბრების" სტუმარი უკან დასახევ გზას ვერ ხედავს ვითარებაში, როცა ლაპარაკია ათეულობით სოციალური მუშაკისა და მათი ბენეფიციარების ინტერესების დაცვაზე. "ჩვენ რომ გავჩუმდეთ და წავიდეთ რაღაც კონკრეტულ დათმობებზე, ეს ჩვენს უკან მდგომი ადამიანებისთვის იქნება შეურაცხმყოფელი. გავიდა თვენახევარი ამ პროცესებიდან, მაგრამ რეალური შედეგი ვერ დავინახეთ. ბოლომდე მაინც ვერ იაზრებენ ჩვენი დამსაქმებელი და სამინისტრო, რა სირთულეების წინაშე ვდგავართ დღეს ჩვენ და ჩვენი ბენეფიციარები". მარიამ ბან

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG