Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატოში ინტეგრაციის ეფექტიანი კომუნიკაციისთვის


10 წელი ნატოს ბუქარესტის სამიტის შემდეგ არაერთგზის შეფასდა როგორც საქართველოში, ისე მისი დასავლელი პარტნიორების მიერ. ეს პერიოდი მნიშვნელოვანი იყო საქართველოს მოქალაქეების მიერ ნატოში ინტეგრაციის პროცესის აღქმის მხრივაც, რაც "საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის" კვლევის საგნად იქცა. კერძოდ, ის, თუ რა იწვევს ნატოში ინტეგრაციის პროცესის მიმართ საზოგადოების ნაწილში სკეპტიკურ დამოკიდებულებას. ერთ-ერთ მიზეზად მარიამ გრიგალაშვილი ასახელებს თავის დროზე ნატოში გაწევრიანების საკითხზე არაადეკვატური მოლოდინების შექმნას. სინამდვილეში, მისი შეფასებით, პროცესი მნიშვნელოვანი პროგრესით მიმდინარეობს და საჭიროა საზოგადოებასთან შესაბამისი კომუნიკაციის უზრუნველყოფა. მარიამ ახალკაცმა ილაპარაკა ვიდეორგოლებზე, რომლებიც ნატო-საქართველოს ურთიერთობის შესახებ კვლევაზე დაყრდნობით მომზადდა. მარიამ ახალკაცი ხაზს უსვამს იმას, რომ ნატოს საწინააღმდეგო პროპაგანდის წინააღმდეგ არა პროპაგანდით, არამედ ფაქტებით და ზუსტი გზავნილებით ბრძოლაა საჭირო.

  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG