Accessibility links

მარიამ მაისურაძე პროკურატურის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესრულებაზე


მარიამ მაისურაძე პროკურატურის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესრულებაზე
please wait
Embed

No media source currently available

0:00 0:33:29 0:00

„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ დაინტერესდა საქართველოს პროკურატურის სტრატეგიითა და სამოქმედო გეგმით 2017-18 წლებისთვის. ერთი მხრივ, ორგანიზაციამ შეისწავლა ეს ორი დოკუმენტი, მეორე მხრივ კი მათი შესრულების ხარისხი. გამოკვლევის ავტორი, IDFI-ს ანტიკორუფციული მიმართულების ხელმძღვანელი, მარიამ მაისურაძე ამბობს, რომ პროკურატურის სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაში ამოცანებს შორისაა უწყების დამოუკიდებლობის გაზრდა, ცალკეული დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობის გაზრდა, ადამიანის უფლებების დაცვა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ეფექტიანი სისტემის შექმნა,, სისხლის სამართლის საქმეებზე საერთაშორისო თანამშრომლობა, საპროკურორო საქმიანობის ხარისხის ამაღლება, საზოგადოებრივი ნდობის ამაღლება, დანაშაულის პრევენცია. მარიამ მაისურაძის თანახმად, დოკუმენტები მოიკოჭლებს იმ თვალსაზრისით, რომ მათ მნიშვნელოვანწილად ფორმალური ხასიათი აქვს და ამოცანის შესრულებას ვერ მოემსახურება. გარდა ამისა, მონიტორინგის პროცესში გამოიკვეთა ისიც, რომ პროკურატურის ხელმძღვანელობის ვადაზე ადრე ცვლილებები უწყებაში დიდ გარუკვევლობას და არასტაბილურობსი განცდას იწვევს, რაც ასევე აისახება სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესრულებაზე. ახლაც, როცა გენერალური პროკურორი უზენაესი სასამართლოს წევრობის ერთ-ერთი კანდიდატია, არის მისი უწყებიდან წასვლის მოლოდინი, რაც ასევე დაბლა სწევს პროკურატურის რეფორმის მიმდინარეობის ტემპსა და ხარისხს: „მონიტორინგის პროცესში ძალიან ცალსახად გამოჩნდა ის, რომ მუდმივი გაურკვევლობაა თავად უწყების შიგნით. არ იციან რა მოხდება. ზუსტად ამიტომ გაიწელა მონიტორინგის პროცესი. თანამშრომლობითი ურთიერთობა გვქონდა პროკურატურასთან და მათგან მუდმივად მოდიოდა თხოვნა, იქნებ, ცოტა გადავდოთ, ახლა გაურკვევლობაში ვართ, ახლა არ ვიცით რა მოხდება და ა.შ.. ანუ, ის ფაქტი, რომ უწყების შიგნით არ არის სტაბილურობა და პროკურორებს, მათ შორის სამსახურების უფროსებსაც არ აქვთ განცდა, რომ სტაბილურ უწყებაში მუშაობენ, სადაც აღებულია ერთი კურსი და ამ კურსს მიყვებიან, ეს აისახება ყველაფერზე. თვითონ დოკუმენტებით გათვალისწინებულ რეფორმებს რომ მივუბრუნდეთ, მათში იყო გათვალისწინებული რამდენიმე ვალდებულება, რომელზეც ახლანდელ თანამშრომლებს წარმოდგენა არ აქვთ რატომ ჩაიდო თავის დროზე. პასუხი იყო, რომ ის, ვინც კონკრეტულ მიმართულებაზე მუშაობდა, აღარ მუშაობს პროკურატურაში და დარჩენილ თანამშრომლებს პასუხი არ აქვთ. ეს ეხებოდა, მაგალითად, პროკურატურის ხარჯთეფექტურობის გაზრდას. ასეთი ბევრი ასპექტი გამოიკვეთა მონიტორინგის ფარგლებში. ინდივიდებზე ბევრი რამ არის დამოკიდებული, რაც არ არის კარგი, რადგან სისტემა უნდა იყოს აწყობილი, რომ ვიღაცის, მათ შორის - გენერალური პროკურორის სამსახურიდან წასვლა არ უნდა აფერხებდეს რეფორმის მიმდინარეობას და ინსტიტუტის განვითარებას“. მონიტორინგის ფარგლებში IDFI-ს არ განუხილავს კონკრეტული საქმეები, თუმცა, პროკურატურის საქმიანობის ეფექტიანობის შესაფასებლად ერთ-ერთ ინდიკატორად აიღო დარეგისტრირებული შემთხვევების რაოდენობასთან სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების რაოდენობის შედარება: „ამ მხრივ რამდენიმე ტიპის დანაშაულზე გამოიკვეთა პროკურატურის დაბალეფექტიანობა. ეს ეხება: სამართალდამცავების მიერ ჩადენილ დანაშაულებს, სადაც სისხლისსამართლებრივი დევნის შეფარდება რეგისტრირებულ შემთხვევებთან არის იმდენად დაბალი, რომ შეუძლებელია იმაზე საუბარი, რომ ამ მიმართულებით რაიმე კეთდება; ასევე დაბალი მაჩვენებელია წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებთან მიმართებით. რეგისტრირებული შემთხვევების დაახლოებით 4%-ში განხორციელდა პროკურატურის მიერ სისხლისსამართლებრივი დევნა; ასევე ძალიან ცუდი მდგომარეობაა სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებთან მიმართებით. აქ დევნა ისეთი დაბალი არ არის, როგორც მანამდე დასახელებულ ორი ტიპის დანაშაულზე, მაგრამ ჩვენ გავაანალიზეთ სხვადასხვა ანგარიშები, მათ შორის სახალხო დამცველის. იქ ერთ-ერთ პრობლემად გამოკვეთილი იყო ის, რომ, თუ სიძულვილით მოტივირებული დანაშაული ჩადენილია სამოქალაქო პირის მიერ, ამ დროს დევნა ასე თუ ისე ხორციელდება, თუმცა სამართალდამცავების მიერ თუა ასეთი დანაშაული ჩადენილი, უკვე პრობლემაა“. იმის გამო, რომ ორგანიზაციის მკვლევრები სწავლობდნენ 2017-18 წლების პერიოდს, ანგარიში არ მოიცავს 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით პროკურატურის საქმიანობის შეფასებას: „მაკო გომურის საქმე ჩვენს ანგარიშში არ ხვდება,

XS
SM
MD
LG