Accessibility links

„სასამართლოს თავმჯდომარეების ინსტიტუტი არის ის საკვანძო ელემენტი, რაზეც დგას დღეს გავლენიანი ჯგუფის ძალაუფლება"


„სასამართლოს თავმჯდომარეების ინსტიტუტი არის ის საკვანძო ელემენტი, რაზეც დგას დღეს გავლენიანი ჯგუფის ძალაუფლება"
please wait
Embed

No media source currently available

0:00 0:30:06 0:00

„სასამართლოს თავმჯდომარეების ინსტიტუტი არის ის საკვანძო ელემენტი, რაზეც დგას დღეს გავლენიანი ჯგუფის ძალაუფლება. ვერავინ ინიშნება სასამართლოს თავმჯდომარედ, თუ ის არ სარგებლობს იმ მხარდაჭერით გავლენიანი ჯგუფისგან, რაც მას სჭირდება“, - ამბობს „დილის საუბრებში“ მარიამ მხატვარი, „ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრის“ (EMC) იურისტი. ორგანიზაციამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან გამოითხოვა ინფორმაცია ვინ როდის იკავებდა ამა თუ იმ სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობას და საზოგადოებას სთავაზობს ცხრილს, რომელშიც ჩანს მოსამართლეთა ერთი ჯგუფი როგორ იკავებს ბოლო ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში სხვადასხვა სასამართლოს ან სასამართლოს რომელიმე პალატის ხელმძღვანელის თანამდებობებს. მათ შორის არიან: მიხეილ ჩინჩალაძე, სერგო მეთოფიშვილი, ვასილ მშვენიერაძე. EMC-ს წარმომადგენელი აღნიშნავს იმასაც, რომ არ არის განსაზღვრული რა კრიტერიუმებით და რა პროცედურით ირჩევიან სასამართლოების თავმჯდომარეები: „წლებია ჩვენი მოთხოვნაა დემოკრატიულად იყვნენ არჩეული სასამართლოების თავმჯდომარეები და მოსამართლეებმა თვითონ, თავიანთ სასამართლოში აირჩიონ ის, ვინც სურთ თავიანთ თავმჯდომარედ და არა ის, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ სრულიად გაუმჭვირვალედ და დაუსაბუთებლად აირჩიოს და დაუსვას მათ უფროსი. არანაირი კონკურსი არ ცხადდება სასამართლოში. ერთ-ერთი მოსამართლე წარადგენს საბჭოში კანდიდატურას. შეიძლება გასაუბრებაც არ ჩატარდეს. კანდიდატი, რომელსაც შეიძლება კონკურენტიც არ ჰყავდეს, იკავებს თანამდებობას“. მარიამ მხატვარი დეტალურად აღწერს პრობლემას, რომელიც უკავშირდება საქმეთა განაწილების წესის აღსრულებაში თავმჯდომარის „ბუნდოვან“ როლს, რაც რეალურად ცვლის საქმეთა ელექტრონული, შემთხვევითი განაწილების არსს: „ახლა სასამართლოში საქმეები უნდა ნაწილდებოდეს ელექტრონულად, შემთხვევითად პროგრამის საფუძველზე. მიუხედავად იმისა, რომ ამ პროგრამის შემუშავებით სასამართლოს თავმჯდომარე ჩამოშორდა ამ პროცესს, დღემდე მას ბუნდოვანი უფლებამოსილება აქვს. სასამართლოს თავმჯდომარე ხედავს თითოეულ მოსამართლეზე განაწილებულ საქმეებს. სასამართლოს თავმჯდომარეს აქვს უფლებამოსილება გაუზარდოს ან შეუმციროს ამა თუ იმ მოსამართლეს დატვირთულობა, ანუ შესაბამისად გაუზარდოს ხვედრითი წილი მოქალაქეს, რომ იმ მოსამართლესთან მოხვდება, ან შეუმციროს - გამოთიშოს რომელიმე მოსამართლე ამ პროცესიდან. რაც შეეხება ყველაზე პრობლემურ უფლებამოსილებებს, ეს არის ვიწრო სპეციალიზაციებში მოსამართლეების განაწილება. დიდ სასამართლოებში სისხლის, ადმინისტრაციული და სამოქალაქო მიმართულებები კიდევ არის დაყოფილი ვიწრო სპეციალიზაციებად. მოსამართლეებს ამ ვიწრო ქვეჯგუფებში ანაწილებს სასამართლოს თავმჯდომარე. არ არის განსაზღვრული პროცედურა, რომელიც ამ პროცესს დაარეგულირებდა. თავმჯდომარეს შეუძლია სპეციალიზაციის შემადგენლობის შეცვლა“. EMC-მ გამოითხოვა აგრეთვე ინფორმაცია სასამართლოს თავმჯდომარეების დატვირთულობაზე, ანუ მათი სამოსამართლეო პრაქტიკის ინტენსიურობის შესახებ მონაცემები. მარიამ მხატვრის თქმით, ორგანიზაციამ მხოლოდ მეოთხე მოთხოვნის შედეგად შეძლო სრული სიის მიღება საბჭოსგან და აღმოჩნდა, რომ 2019 წლის იანვრის მონაცემებით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის, მიხეილ ჩინჩალაძის დატვირთულობა იყო 0%, ასევე ნოლის ტოლი იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის, ვასილ მშვენიერაძის დატვირთულობა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის, დიმიტრი გვრიტიშვილისა - 5%. რადიო თავისუფლების კითხვას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის მიმდინარე პროცესის მიმართ რა პოზიცია აქვს ორგანიზაციას, მარიამ მხატვარი პასუხობს: „მოვუწოდებთ ყველას, ვინც აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, მიიღოს ამ კონკურსში მონაწილეობა, რადგან ეს არის გარდამტეხი ბრძოლა და ძალიან მნიშვნელოვანია არ აღმოჩნდეს ჩინჩალაძის კლანი ე.წ. კომფორტის ზონაში და მაქსიმალურად ბევრმა ისეთმა კანდიდატმა მიიღოს მონაწილეობა, რომლის შეფასებისას, რომლის წარდგენისას მარტივი უარი არ იქნება შესაძლებელი“. 15 მაისს უზენაესმა სასამართლომ მიმართა პარლამენტს განიხილოს უზენაესი სასამართლოს მოქმედ მოსამართლეთა (11) უფლებამოსილების განსაზღვრული ვადის განუსაზრვრელ ვადად (საპენსიო ასაკის მიღწევამდე) გარდაქმნის საკითხი. EMC-ს იურისტი თვლის, რომ ავტომატური გადანიშვნა დაუშვებელია: „ბუნდოვანია თუ გადანიშვნის რა ფორმას და რა მოდელს სთავაზობენ მოსამართლეები პარლამ

XS
SM
MD
LG