Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"აუსრულე სურვილი" - შიდსით დაავადებული და დაობლებული ბავშვებისთვის


საქართველოში გამოვლენილია 109 აივ ინფიცირებული ბავშვი. მათ შორის 68 ვაჟია, - 40 - გოგო. რამდენიმე ასეულს გადააჭარბა იმ ბავშვების რიცხვმა, ვინც შიდსის გამო მშობლები დაკარგა და მათი უმრავლესობა ბებიებისა და ბაბუების მზრუნველობის ქვეშ დარჩა. სახელმწიფოს მიერ უზრუნველყოფილია ინფიცირებული ბავშვების მკურნალობა, თუმცა, სამედიცინო მომსახურებისა და ძირითადი მედიკამენტების მიღმა მათ ბევრი სხვა საჭიროებაც აქვთ და აგრეთვე უმნიშვნელოვანესია მათი სოციალიზაციის ხელშეწყობა. 2018 წლის 1 დეკემბერს შიდსის მსოფლიო დღის აღნიშვნის ღონისძიებათა შორისაა "აუსრულე სურვილი", რომელზეც "დილის საუბრებში" ლაპარაკობს მარინა ასათიანი, "ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის" მედიაკოორდინატორი. ამ ღონისძიებისთვის მხატვრებმა გაიღეს რამდენიმე ათეული ნამუშევარი, რომლის გაყიდვიდან მიღებული თანხაც შესაბამის ფონდში ჩაირიცხება და შიდსით დაავადებული და დაობლებული ბავშვების ძირითად საჭიროებებს მოხმარდება.

დაწერეთ კომენტარი

ეპიზოდები

იხ. ყველა ეპიზოდი
XS
SM
MD
LG