Accessibility links

8 მარტი ქალთა ჩაგვრის წინააღმდეგ მიმართული მსვლელობით აღნიშნეს ქუთაისში


ქუთაისში მოეწყო აქცია - მსვლელობა სახელწოდებით ვინ თუ არა შენ ?! დღეს თუ არა როდის?! მისიერთ -ერთი ორგანიზატორი, ფემინისტი ანო სურმავა ამბობს,რომ 8 მარტი პრობლემებზე საუბრის და ქალთა ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური ჩაგვრის წინააღმდეგ მიმართული აქციების დღეა დაარა რომანტიზებული, ყვავილებისა და საჩუქრების დღესასწაული, როგორადაც საბჭოთა პერიოდში დამკვიდრდა.

8 მარტს ქალთა უფლებებისთვის ბრძოლის დღეს უწოდა აქცია -მსვლელობის მონაწილემ სოფიო ბასილაძემ. მისი თქმით, ქუთაისში პროტესტის გამოხატვის მსგავსი გამოცდილებაარ არის და აქციის მონაწილეთა სურვილია საფუძველი დაუდონ ფემინისტური პოლიტიკის წარმოებას. სოფიო ბასილაძე თქმით, „დღეს საჯარო და კერძო სივრცეებში მამაკაცები დომინირებენ, ხოლო ქალებს ხშირად არ ეძლევათ ტაბუდადებულ თემებზე საუბრის საშუალება“. აქტივსიტი მნიშვნელოვანდ მიიჩნევს ქალების ურთიერთსოლიდარობის გაძლიერებას.

აქციას-მსვლელობა სახელწოდებით- ვინ თუ არა შენ ?! დღეს თუ არა როდის?!ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან დაიწყო და ქალაქის ადმინისტრაციის შენობასთან დასრულდა. აქციას შეუერთდა სახალხო დამცველის ქუთაისის ოფისის ხელმძღვანელი მადონა ბასილაძე. უფლებადამცველის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ აქცია მრავალრიცხოვანი არ იყო, მსგავსი აქტივობა მნიშვნელოვანია, საზოგადოებისთვის ქალთა უფლებების შესახსენებლად.

ქუთაისში გამართული აქციის მონაწილეთა შეფასებით, ფემინისტური მოძრაობების მიღწევებია ხმის მიცემისა და განათლებაზე ხელმისაწვდომობის უფლება, ქალთა პოლიტიკური წარმომადგენლობის ზრდა, მკაცრად განსაზღვრული გენდერული როლების რღვევა თუ სექსუალური ემანსიპაცია, რაც ძალაუფლებრივ სისტემებთან და ქალთმოძულეობრივ ინსტიტუციებთან დაპირისპირების გარეშე წარმოუდგენელი ჩანდა. თუმცა, ბრძოლა არ დასრულებულა, თვლიან ფემინისტური მოძრაობის აქტივისტები და აცხადებენ, რომ ქალები უნდა გააქტიურდნენ და ისაუბრონ ყველაფერზე, რისი მოსმენაც არ უნდათ სხვებს, ან ეშინიათ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG