Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აპრილში 43,2%-მდე შემცირდა ფულადი გზავნილების რაოდენობა


პანდემიის გამო საქართველოში ფულადი გზავნილები მნიშვნელოვნად შემცირდა. მარტის თვეში კლება 9%-იანი იყო, რაც თანხების მოცულობაში იმას ნიშნავს, რომ 2019 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2020 წლის მარტში $12.5 მლნ-ით ნაკლები ფულადი გზავნილები შემოვიდა.

სხვაობა კიდევ უფრო გაიზარდა აპრილის თვეში და 43,2%-მდე ავიდა. 2020 და 2019 წლების აპრილის თვეების შედარებით ჩანს, რომ აპრილში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობა $58 მლნ-ით ნაკლებია 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

მონაცემები ეყრდნობა ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტს, რომელიც საქართველოსა და მეზობელი ქვეყნების ძირითად ეკონომიკურ მონაცემებს აანალიზებს. ამ დოკუმენტის მიხედვით:

- აპრილის თვის მკაცრმა შეზღუდვებმა უარყოფითი გავლენა იქონია იმპორტზე, რომელიც 2019 წლის აპრილთან შედარებით, დაახლოებით 40%-ით შემცირდა.

- COVID-19-ის ეფექტმა მარტის თვეში, ლარის რეკორდული, 22%-იანი გაუფასურება გამოიწვია.

- საქართველოში მოსალოდნელია ინფლაციის 5%-იანი მაჩვენებელი.

- 2020 წელს, საქართველოს ეკონომიკა 4%-ით შემცირდება, რაც რუსეთის, თურქეთისა და უკრაინის პროგნოზებთან შედარებით უფრო პოზიტიურ მოლოდინს ქმნის, თუმცა აზერბაიჯანსა და სომხეთთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკური რეცესიის ტემპი ორჯერ უფრო მაღალი იქნება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG