Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

13-მა ქვეყანამ უკან წაიღო კოსოვოს აღიარება


სერბეთი აცხადებს, რომ კოსოვოს დამოუკიდებლობა უკან წაიღო 13-მა სახელმწიფომ. ესენია: სან-ტომე და პრინსიპი, სურინამი, გვინეა ბისაუ, ბურუნდი, ლიბერია, პაპუა - ახალი გვინეა, ლესოტო, გრენადა, დომინიკის თანამეგობრობა, კომორის არქიპელაგი, სოლომონის კუნძულები, მადაგასკარი და პალაუ.

კოსოვომ 2008 წლის 17 თებერვალს ცალმხრივად გამოაცხადა დამოუკიდებლობა. აღიარებიდან პირველსავე წელს კოსოვოს დამოუკიდებლობა ცნო 54-მა სახელმწიფომ.

ამის დასტურად, სერბეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რადიო თავისუფლებას გადაუგზავნა დიპლომატიური ნოტების ქსეროასლები, რომლებშიც ქვემოთ ჩამოთვლილი სახელმწიფოები ოფიციალურად ადასტურებენ ამ ინფორმაციას.

მეტიც, მას შემდეგ, რაც ზოგიერთმა სახელმწიფომ ბელგრადს ნოტები გაუგზავნა კოსოვოს აღიარების უარყოფის შესახებ, სერბეთმა გადაწყვიტა გაეუქმებინა ვიზები შესაბამისი ქვეყნების მოქალქეებისათვის.

რადიო თავისუფლების ცნობით, ამ 13 ქვეყნიდან 6-თან რუსეთის ფედერაციამ თანაშრომლობის შეთანხმებას ხელი სწორედ მანამდე მოაწერა, ვიდრე ისინი უკან წაიღებდნენ კოსოვოს აღიარებას.

რა როლი ითამაშა რუსეთმა კოსოვოს აღიარების უარყოფაში

სერბეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბელგრადმა გააუქმა ვიზები სურინამის, ბურუნდის, დომინიკის თანამეგობრობის, გრენადისა და პალაუს ქვეყნების მოქალაქეებისათვის, ხოლო ლესოტოსთან ხელი მოაწერა თანმშრომლობის შეთანხმებას სოფლის მეურნეობის სფეროში.

ვიზების შესახებ გადაწყვეტილება, როგორც ზემოთ ითქვა, მიღებულ იქნა მას შემდეგ, რაც ამ ქვეყნებმა უკან წაიღეს კოსოვოს აღიარება.

სერბეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსგან მიღებული დოკუმენტების მიხედვით, შეიძლება გაკეთდეს დასკვნა, რომ სურინამთან, ბურუნდისთან, გრენადასთან, დომინიკის თანამეგობრობასთან, მადაგასკარსა და პალაუსთან რუსეთის ფედერაციამ ორმხრივი თანმშრომლობის შეთანხმება გააფორმამანამდე, ვიდრე ისინი კოსოვოს აღიარებას გააუქმებდნენ.

ბურუნდის შემთხვევაში, მაგალითად, რუსეთმა ვიზების გაუქმების შეთანხმებას ხელი მოაწერა 2018 წლის თებერვალში, ხოლო 9 დღის შემდეგ, 2018 წლის 15 თებერვალს, ბურუნდიმ ოფიციალურად აცნობა სერბეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს კოსოვოს აღიარების გაუქმების შესახებ.

ევროკავშირში შემავალი ხუთი ქვეყანა - ესპანეთი, საბერძნეთი, კვიპროსი, რუმინეთი და სლოვაკეთი - არ აღიარებს კოსოვოს დამოუკიდებელ ქვეყნად. კოსოვოს დამოუკიდებლობას არ ცნობს გაეროს უშიშროების საბჭოს ორი წევრი სახელმწიფო - რუსეთი და ჩინეთი.

რადიო თავისუფლებამ შეკითხვა გაუგზავნა ზემოხსენებული ქვეყნების ოფიციალურ ინსტიტუტებს, თუ რამ განაპირობა მათი მხრიდან კოსოვოს აღიარების გაუქმება და ითამაშა თუ არა ამაში როლი რუსეთის ფედერაციამ. შეკითხვას აქამდე მხოლოდ ერთადერთი სახელმწიფოს - დომინიკის თანამეგობრობის -პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან მოჰყვა რეაგირება. რადიო თავისუფლების სახელზე გაგზავნილ წერილში ნათქვამია, რომ პრეზიდენტს არ აქვს უფლება უპასუხოს ამ შეკითხვას.

სერბეთის ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა მინისტრი ივიცა დაჩიჩი უარყოფს გავრცელებულ აზრს, თითქოს რუსეთი ეხმარებოდეს სერბეთს იმ პროცესში, რომელიც საერთაშორისო არენაზე კოსოვოს აღიარების გაუქმებას ისახავს მიზნად. "ვთვლი, რომ ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ჭორები. ჩვენ არავინ არ დაგვხმარებია. ეს ჩვენ თავადვე მოვახერხეთ და გავაგრძელებთ ამ საქმიანობას. ხოლო თუ ამ გზაზე ვინმე გვეხმარება, მადლობას ვეტყვით. მაგრამ მინდა ვიცოდე, ვინ არის ის“, - განაცხადა რადიო თავისუფლების შეკითხვაზე 22 ივლისს, სერბეთის სოციალისტური პარტიის მთავარი კომიტეტის შეხვედრის დაწყების წინ, ივიცა დაჩიჩმა.

ევროკავშირში შემავალი ხუთი ქვეყანა - ესპანეთი, საბერძნეთი, კვიპროსი, რუმინეთი და სლოვაკეთი - არ აღიარებს კოსოვოს დამოუკიდებელ ქვეყნად. კოსოვოს დამოუკიდებლობას არ ცნობს გაეროს უშიშროების საბჭოს ორი წევრი სახელმწიფო - რუსეთი და ჩინეთი.

კოსოვომ 2008 წლის 17 თებერვალს ცალმხრივად გამოაცხადა დამოუკიდებლობა. აღიარებიდან პირველსავე წელს კოსოვოს დამოუკიდებლობა ცნო 54-მა სახელმწიფომ. პრიშტინა აცხადებს, რომ კოსოვოს დამოუკიდებლობა აღიარებული აქვს 117 სახელმწიფოს. საქართველო ამ ქვეყნებს შორის არ არის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG