Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მელია: არ ვაპირებ, ნიშანი მოვუგო ხელისუფლებას, მაგრამ პრეზიდენტი დამოუკიდებლად არ მიიღებდა გადაწყვეტილებას


ოპოზიციური პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ნიკა მელია აცხადებს, რომ პრეზიდენტის მიერ გიგი უგულავასა და ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალება კარგია ქვეყნის განვითარებისთვის:

"დარწმუნებული ვიყავით ყველანი, რომ უახლოეს დღეებში ისინი შეიწყალებდნენ პოლიტიკურ პატიმრებს და კიდევ შეიწყალებენ დანარჩენებს. ამიტომ დღეს მე არ ვაპირებ, ნიშანი მოვუგო ხელისუფლებას, უბრალოდ ყველანი ვხვდებით, რომ ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი დამოუკიდებლად არანაირ გადაწყვეტილებას არ მიიღებდა".

საქართველოს პრეზიდენტი თბილისის ყოფილ მერს გიგი უგულავას და თავდაცვის ყოფილ მინისტრს ირაკლი ოქრუაშვილს იწყალებს. მათ და გიორგი რურუას ოპოზიცია პოლიტიკურ პატიმრებად მიიჩნევს და აცხადებს, რომ ხელისუფლებამ, 8 მარტის შეთანხმებით, მათი გათავისუფლების პირობა დადო.

შეწყალებულთა შორის არ მოხვდა გიორგი რურუა, რადგან ერთ-ერთი მიზეზით, პრეზიდენტს მხოლოდ მსჯავრდებული პირების შეწყალება შეუძლია. რურუას სასამართლო პროცესები კი ჯერ არ დასრულებულა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG