Accessibility links

მერაბ დვალიშვილმა UFC-ში ზედიზედ მეოთხე გამარჯვება მოიპოვა


მერაბ დვალიშვილი

14 ივნისს UFC-ში (წესების გარეშე მებრძოლთა ტურნირი) მორიგი ღონისძიება გაიმართა, რომლის პროგრამაშიც მერაბ დვალიშვილისა და ამერიკელი გუსტავო ლოპესის დაპირისპირებაც შედიოდა.

სამრაუნდიან ბრძოლაში დვალიშვილმა მეტოქეს დიდი უპირატესობით აჯობა, ანგარიშით 30:25, 30:26, 30:26 და UFC-ში ზედიზედ მეოთხე გამარჯვება მოიპოვა.

ქართველმა მებრძოლმა ცამეტი გდება შეასრულა და ამ მაჩვენებლით თავისივე რეკორდი გააუმჯობესა.

წინასწარი გეგმით, მერაბ დვალიშვილს ამერიკელ რეი ბორგთან უნდა ეჩხუბა, მაგრამ ბორგმა ოქტაგონზე ასვლაზე რამდენიმე დღის წინ თქვა უარი და მიზეზად ოჯახური პრობლემები დაასახელა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG