Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„მე სობიანინის ბოტი ვიყავი“


მილენა მებიუსი
მილენა მებიუსი

„მრცხვენია“, რომ კავშირი მქონდა ამ საზიზღარ, ამაზრზენ აპარატთან სახელწოდებით ‘ხელისუფლება’“, წერს სოციალურ ქსელში მოსკოველი ჟურნალისტი მილენა მებიუსი.

2017–2018 წლებში ის მუშაობდა სტრუქტურებში, რომლებსაც მოსკოვის მერია აფინანსებდა. მებიუსი ასე ჰყვება თავის საქმიანობაზე:

„მერიასთან ჩემი პირველი კავშირი იყო საქალაქო გაზეთი. იქ როცა დავიწყე მუშაობა, საოცრად მიხაროდა, რომ ჟურნალისტი ვარ. ეს ტყუილია! ხელისუფლების მხარდამჭერ მედიაში ჟურნალისტიკა არ არსებობს. არის მხოლოდ „სერგეი სემიონის ძემ მოინახულა / გახსნა / გააკუა“.

ახლავე მინდა ვთქვა, რომ სობიანინის ბოტი და „კრემლებოტი“ ორი სხვადასხვა რამეა. „კრემლებოტის“ მიზანი, ჩემი გაგებით, არის აგრესიული კომენტარებისა და მათზე „ლაიქების“ რაოდენობა. სობიანინის ბოტის მიზანი სხვაა. მაგრამ ისევ და ისევ - ეს ჩემი აზრია. ადამიანი უნდა დააჯერო, რომ, მაგალითად, ქვის ფილების დაგება - კარგია...


მერიასთან ჩემი მეორე კავშირი იყო საქალაქო სოცქსელებში მუშაობა. ეს საერთოდ კატასტროფაა. განა რაიონ კაპოტნიას მაცხოვრებლებს აინტერესებთ, რომ სობიანინმა მეტრო „რასკაზოვკა“ გახსნა? არა, მაგრამ ეს თემა უნდა „დაგვემუშავებინა“. კიდევ ვბლოკავდით იმათ, ვინც ბედავდა და არ იყო თანახმა, რომ მოსკოვი გალამაზდა. მივემგზავრებოდით სობიანინთან შეხვედრებზე საგანგებოდ წაყვანილ ადამიანებთან ერთად. ჩვენ ვეწეოდით „რენოვაციის“ ლობირებას. კაპიკებისთვის ვკლავდით მოსკოვს, შესვენებებზე კი ვსვამდით პირდაპირ სამსახურში.

2017 წელს მოსკოვში მუნიციპალური დეპუტატების არჩევნები ტარდებოდა. ჩვენ აქტიურად ვულოკავდით უკანალს პროსამთავრობო კანდიდატებს. ჩემთვის ყველაზე ამაზრზენი ფაქტი იყო, როცა მომიწია დამეწერა ჩემი საკუთარი რაიონის კანდიდატზე „ედინაია როსიადან“ (პარდონ, დამოუკიდებელ კანდიდატზე).

ბევრი ცნობილი ადამიანი გამოექომაგა უსამართლოდ გასამართლებულ ბიჭს, რომელსაც 3,5 წლით პატიმრობა მიესაჯა. [მოსკოვის საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით დაკავებული მსახიობი] პაველ უსტინოვი იდგა და ტელეფონით ელაპარაკებოდა მეგობარს, როცა როსგვარდიელები ეძგერნენ. გუგლში მოძებნეთ ვიდეო, თავად ნახავთ ყველაფერს. და ამ ცნობილი ადამიანების პოსტების ქვეშ უამრავი ნეხვია. ნეხვი, რომელშიც თქვენსავე ფულს იხდიან. ფულს, რომელსაც ოდესღაც მეც მიხდიდნენ. მრცხვენია, მაგრამ მიხარია, რომ მეყო გამბედაობა, ამ ნეხვზე ცოტა რამ მაინც მეთქვა“.

მილენა მებიუსმა რადიო თავისუფლების რუსული რედაქციის შეკითხვებს უპასუხა:

- ახლა რატომ გადაწყვიტეთ თქვენი ამბის მოყოლა?

- ჩემზე იმოქმედა პაველ უსტინოვის საქმეზე საჯარო პირთა რეაქციამ. როცა ხედავ, რომ შენ გარშემო ბევრი მამაცი ადამიანია, რომლებსაც არ ეშინიათ საკუთარი აზრის გამოთქმა, შენც უფრო გაბედული ხდები. საშინელებაა იმ პირობებში ცხოვრება, როცა შეიძლება აგიყვანონ უბრალოდ იმისთვის, რომ არასწორ დროს აღმოჩნდი არასწორ ადგილას. მაგრამ უფრო საშინელებაა დუმილი მაშინ, როცა რაღაც გაქვს სათქმელი.

- ჟურნალისტიკის გარდა რა შედიოდა თქვენს მოვალეობებში? როგორ მუშაობენ „სობიანინის ბოტები“ სოცქსელებში?

და ამ სპონსორებს საიდან აქვთ ფული? ბიუჯეტიდან. რომელიც გადასახადებიდან ფორმირდება. ასე რომ, გამოდის, ბოტი თავად უხდის საკუთარ თავს. მე და ყოფილი კოლეგები საკუთარ თავს სობიანინის მეძავებს ვუწოდებდით.​..


- ქალაქის თემებზე პოსტების წერა. კომენტარებში ნეგატიურ განწყობილებებზე მუშაობა. ზოგჯერ - ღონისძიებებზე გასვლა. ქალაქის დღე, ფესტივალები. ახლავე მინდა ვთქვა, რომ სობიანინის ბოტი და „კრემლებოტი“ ორი სხვადასხვა რამეა. „კრემლებოტის“ მიზანი, ჩემი გაგებით, არის აგრესიული კომენტარებისა და მათზე „ლაიქების“ რაოდენობა. სობიანინის ბოტის მიზანი სხვაა. მაგრამ ისევ და ისევ - ეს ჩემი აზრია. ადამიანი უნდა დააჯერო, რომ, მაგალითად, ქვის ფილების დაგება - კარგია. მაგალითად, უნდა მოძებნო საინტერნეტო სივრცეში იმ ხალხის კომენტარები, რომლებმაც ფილები მოიწონეს (ფილები მხოლოდ მაგალითია ამ შემთხვევაში). ეს ინფორმაცია მერე ისე მიეწოდება მომხმარებელს, რომ „ადმინისტრატორი კი არ ფიქრობს ასე, არამედ უბრალო ადამიანი“. პრობლემა ისაა, რომ მაქებარი კომენტარები უბრალო ადამიანებისგან არც ისე ბევრია.

- რას ფიქრობთ მოსკოველი ჩინოვნიკების გამოაშკარავებების სერიის შესახებ, რომელიც სერგეი ნავალნის „ანტიკორუფციული ფონდის“ თანამშრომლებმა მოამზადეს?

რამდენიმე ვიდეო ვნახე. მიმაჩნია, რომ ეს კარგი გამოძიებებია.

- თქვენ წერთ: „კაპიკებისთვის ვკლავდით მოსკოვს“. რას იღებენ რიგითი „სობიანინის ბოტები“ და ბევრია ისეთი ადამიანი, რომელთა მიკუთვნებაც შეიძლება ამ კატეგორიისთვის?

- ახალმისული როცა ვიყავი, ხელფასი 40 ათასი იყო. იქიდან რომ წამოვედი, 50 ათასი მქონდა. ახლა რა ხელფასებია, არ ვიცი. მიმაჩნა, რომ ამ კატეგორიას შეიძლება ავტომატურად მივაკუთვნოთ ყველა ადამიანი, რომელიც მსგავს ორგანიზაციაში მუშაობს. ვინაიდან ყველასთვის ცნობილია, ვინ უწევს მათ სპონსორობას. და ამ სპონსორებს საიდან აქვთ ფული? ბიუჯეტიდან. რომელიც გადასახადებიდან ფორმირდება. ასე რომ, გამოდის, ბოტი თავად უხდის საკუთარ თავს. მე და ყოფილი კოლეგები საკუთარ თავს სობიანინის მეძავებს ვუწოდებდით.​

- შეგიძლიათ მოიტანოთ მერიის რომელიმე პიარ-კამპანიის მაგალითი, როცა არაფერი, რის წერაც გიწევდათ, არ შეესაბამებოდა სიმართლეს?

- მერის შესახებ არასოდეს ვწერდით საკუთარ ტექსტს. მხოლოდ იმას, რასაც ის ამბობდა. ვუყურებდით მის პირდაპირ ეთერს და მერე ერთი კვირა ვატრიალებდით მის ციტატებს. აი, მაგალითად, ავიღოთ „რენოვაცია“. უნდა გვეთქვა, რომ ეს იქნება კომფორტული კლასის ბინები, რომ მათში რემონტის გაკეთება არ იქნება საჭირო. სინამდვილეში კი აღმოჩნდა, რომ საქმე სრულიად სხვაგვარადაა. ვნახე ძალიან ბევრი ვიდეო, სადაც ხალხი აჩვენებდა საკუთარ განახლებულ ბინებს. სადღაც სამზარეულოში არ იყო ფანჯარა. სადღაც კარი დაბრეცილი იყო. ჩვენ კი მანამდე ვწერდით, რომ ახალი ბინები ბრწყინვალე იქნება, შესანიშნავი რემონტით. მაგრამ ჩვენ ხომ ეს თვითონ არ მოგვიგონია? მთელი ინფორმაცია მერის საიტიდან და მისი გამოსვლებიდან იყო.

- ასეთი იძულებითი სამუშაოს დროს ალბათ კურიოზული შეცდომებიც ხდება. რამე მსგავსი გახსენდებათ?

- ვინაიდან ეს სოცქსელებია და არა გაზეთი, ყველა შეცდომა იოლად შეიძლება გასწორდეს. რედაქტირება ხომ შესაძლებელია. ამასთან ყველა პოსტს, რომელიც საქალაქო დღის წესრიგს ეხება, პუბლიკაციამდე რამდენიმე ადამიანი კითხულობს. ახლა მხოლოდ ის შემთხვევა მახსენდება, როცა რედაქტორი თავისი რაიონის ჯგუფში სხვა რაიონის ფოტოს აქვეყნებდა. ამისთვის აჯარიმებდნენ კიდეც.

მომეჩვენა, რომ იქ მომუშავე ხალხი სამ კატეგორიად იყოფა. პირველი - ვინც ამას მხოლოდ ფულისთვის აკეთებს. მეორე - ვინც ხელისუფლების მიმართ ლოიალურია (ძირითადად ხელმძღვანელობა). და მესამე - ვისთვისაც უბრალოდ სულერთია.


- ვინ არის ასეთი სამუშაოთი დაკავებული?

- იქ მომუშავეთაგან ბევრი სხვა ქალაქებიდანაა ჩამოსული. და ყოველდღე ვეწუწუნებოდით ერთმანეთს, რომ „ყველაფერი საშინელია! ხელფასს გვიგვიანებენ! აღარ მინდა ამ ბოდვის წერა!“. მაგრამ ყველა ვერ ბედავდა წასვლას. უბრალოდ იმიტომ, რომ ვერაფრით გადაიხდიდნენ ბინის ქირას. მაგრამ ხომ შეიძლებოდა ახალი სამსახურის პოვნა! ოღონდ ვერ ვიტყოდი, რომ ეს ასე იოლია, განსაკუთრებით, როცა ორიოდე წელი ხარ მოსკოვში. მე უბრალოდ ბედმა გამიღიმა, რომ აქ ვარ დაბადებული.

- ნუთუ ასეთ სფეროშიც არის ხელფასის დაგვიანება?

- მერე როგორი! ერთი-ორი კვირით. მაგრამ ყოველთვის არა, უმეტეს შემთხვევებში დროზე გვიხდიდნენ. და მთელი ანაზღაურება, რა თქმა უნდა, ნაღდი ფულით.

- მერიის იდეოლოგიურ მომსახურებაში შეხვედრიხართ ადამიანებს, რომლებიც ამას იდეისთვის აკეთებენ და არა ფულისთვის?

- მომეჩვენა, რომ იქ მომუშავე ხალხი სამ კატეგორიად იყოფა. პირველი - ვინც ამას მხოლოდ ფულისთვის აკეთებს. მეორე - ვინც ხელისუფლების მიმართ ლოიალურია (ძირითადად ხელმძღვანელობა). და მესამე - ვისთვისაც უბრალოდ სულერთია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG