Accessibility links

მთიან ყარაბაღში განახლებული შეტაკებები და სამოქალაქო მოსახლეობის მძიმე ხვედრი

ასობით ადამიანი დაიღუპამთიანი ყარაბაღის რეგიონისთვის აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ბრძოლებში. ვითარების ესკალაციის შემდეგ ბაქო და ერევანი ერთმანეთს ადანაშაულებენ მძიმე არტილერიის გამოყენებისთვის. საერთაშორისო თანამეგობრობა მხარეებს საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდებს.
წლევანდელი შეტაკებები ყველაზე მწვავეა 2016 წლის შემდეგ. ვითარების გაუარესებამ გააჩინა შეშფოთება, რომ საფრთხე შეიძლება შეექნეს სტაბილურობას სამხრეთ კავკასიაში, რომელზე გამავალი მილსადენებით გაზი და ნავთობი მიეწოდება მსოფლიო ბაზრებს.
აზერბაიჯანის ტერიტორიის შიგნით მდებარე ანკლავში, რომელიც სომხებითაა დასახლებული, კონფლიქტმა კვლავ იფეთქა 27 სექტემბერს.
მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი საბჭოთა კავშირის დაშლის პერიოდში გაჩნდა, როცა აზერბაიჯანის შემადგენლობაში შემავალი ეს რეგიონი ერევნის მხარდაჭერით მოქმედმა სომეხმა სეპარატისტებმა დაიკავეს და დამოუკიდებლობა გამოაცხადეს. 1988-1994 წლებში კონფლიქტს 30 ათასი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და ასიათასობით ლტოლვილად იქცა.
მას შემდეგ, რაც 1994 წელს რუსეთის შუამავლობით მიღწეულ იქნა მყიფე საზავო შეთანხმება, რეგიონს ეთნიკურ სომეხთა სამხედრო შენაერთები აკონტროლებენ. აზერბაიჯანი აცხადებს, რომ მათ რიგებში სომხეთის ჯარებიც არიან.

ჩამოტვირთე მეტი

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG