Accessibility links

site logo site logo

„მიყვარს ჩემი საქმე, მიყვარს ძიუდო, მიყვარს კვარცხლბეკზე დგომა“


„მინდა მოგილოცოთ ეს გამარჯვება. ბედნიერი ვარ თქვენთან ერთად, რადგან დიდ შედეგს ვდებ“, - განაცხადა მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის მოგების შემდეგ ლაშა შავდათუაშვილმა. საქართველოს ყველა დროის ყველაზე ტიტულიან ძიუდოისტს - ოლიმპიურ, ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონს მოკლე ინტერვიუ ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის ქართველმა დიქტორმა გიორგი ჭანიშვილმა ჩამოართვა.

ბუდაპეშტში მიმდინარე პრესტიჟულ შეჯიბრებაზე 29 წლის ქართველმა ძიუდოისტმა დღეს ექვსი შეხვედრა ჩაატარა და ექვსივე მოიგო. ფინალში შავდათუაშვილმა შვედი ტომას მაციასი დაამარცხა.

- რას ნიშნავს შენთვის ის ფაქტი, რომ ფლობ სამივე დიდ ტიტულს. ხარ ევროპის, მსოფლიოს და ოლიმპიური ჩემპიონი. ეს არის ისტორიული მომენტი ქართული ძიუდოსთვის.

- ძიუდოს ჩემთვის ძალიან ბევრი დადებითი ემოცია მოაქვს. აქედან გამომდინარე, ყოველთვის ვცდილობ, რომ ბოლომდე დავიხარჯო, ჩავდო მაქსიმუმი. მიყვარს ჩემი საქმე, მიყვარს ძიუდო, მიყვარს კვარცხლბეკზე დგომა და ბედნიერი ვარ, რომ დღეს ჩემი გამარჯვების გამო საქართველოს ჰიმნი აჟღერდა და დროშა აფრიალდა.

- მალე გაემგზავრებით ტოკიოში, ოლიმპიურ თამაშებზე. ეს იქნება თქვენთვის მესამე ოლიმპიადა. რას ელი ამ შეჯიბრებიდან?

მოვლენებს წინ არ გავუსწრებ. მაქვს შანსი, რომ ოლიმპიურ თამაშებზე მესამედ მივიღო მონაწილეობა და ვიბრძოლო გამარჯვებისთვის.

დაწერეთ კომენტარი

ეპიზოდები

იხ. ყველა ეპიზოდი
XS
SM
MD
LG