Accessibility links

მონტენეგროს ნაკრების სერბი მწვრთნელი და ორი ფეხბურთელი კოსოვოსთან მატჩის ბოიკოტისთვის გაათავისუფლეს


მონტენეგროს ნაკრების სერბი მწვრთნელი და ორი ფეხბურთელი კოსოვოსთან მატჩის ბოიკოტისთვის გაათავისუფლეს
please wait
Embed

No media source currently available

0:00 0:00:55 0:00

8 ივნისს მონტენეგროს საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელი ლიუბიშა ტუმბაკოვიჩი თანამდებობიდან გაათავისუფლეს მას შემდეგ, რაც მან უარი თქვა, მონაწილეობა მიეღო მისი გუნდის მატჩში ნაწილობრივ აღიარებული კოსოვოს ნაკრებ გუნდთან. ასევე გაათავისუფლეს გუნდის ორი ფეხბურთელი. ტუმბაკოვიჩმა, მისმა მოადგილე საშა იანკოვიჩმა და სერბული წარმომავლობის ორმა ფეხბურთელმა უარი თქვეს, მონაწილეობა მიეღოთ ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში კოსოვოს წინააღმდეგ, რომელიც ერთ დროს სერბეთის ნაწილი იყო და რომელსაც ბელგრადი არ აღიარებს. თამაში პარასკევს გაიმართა მონტენეგროს დედაქალაქ პოდგორიცაში ფრედ 1:1 დასრულდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG