Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსახლეობის 41% არ ენდობა სასამართლოს


მარიამ მხატვარი
მარიამ მხატვარი

6 დეკემბერს რადიო თავისუფლების „დილის საუბრების“ სტუმარი იყო „ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ წარმომადგენელი, მარიამ მხატვარი. მან ისაუბრა სასამართლოს მიმართ საქართველოს მოსახლეობის განწყობილებების შესახებ.

გადმოწერა

კერძოდ, სასამართლო რეფორმის განხორციელების მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში, რომელსაც „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ პარტნიორ ორგანიზაციებთან, „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან” და „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრთან“ ერთად ახორციელებს, CRRC-საქართველომ ჩაატარა საბაზისო კვლევა სასამართლო სისტემის მიმართ საქართველოს მოსახლეობის ცოდნისა და დამოკიდებულების შესახებ. სწორედ ამ კვლევაზე დაყრდნობით, მარიამ მხატვარმა განაცხადა, რომ სასამართლოს მიმართ საზოგადოების ნდობის მაჩვენებელი ბოლო 4 წლის განმავლობაში გაუარესებულია: „ძალიან დიდი ნაწილი მოსახლეობის, 41 პროცენტი არ ენდობა სასამართლოს. ასევე შეიძლება ითქვას ისიც, რომ 2014 წელთან შედარებით უფრო ნაკლები ადამიანი ენდობა მოსამართლეებს"- აღნიშნა მარიამ მხატვარმა. მისივე განმარტებით, კვლევამ აჩვენა ისიც, რომ მოსახლეობა ნაკლებადაა ინფორმირებული სასამართლო სისტემაში მიმდინარე მოვლენების თაობაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG