Accessibility links

"ეს უნდა ჩაიშალოს და ეს უნდა იყოს პარლამენტის გადაწყვეტილება"


"ეს უნდა ჩაიშალოს და ეს უნდა იყოს პარლამენტის გადაწყვეტილება"
please wait
Embed

No media source currently available

0:00 0:23:38 0:00

„ეს პროცესი უნდა ჩაიშალოს!“, - აცხადებს ნაზი ჯანეზაშვილი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესზე და რადიო თავისუფლების ეთერში ყვება ხარვეზებზე, რომელთა მოწმეც თავად არის: „საბჭო არის ის ორგანო, რომელიც თავის თავზე ფიქრობს. ამ ხალხთან ბრძოლა, როცა ასეთი პირადი ინტერესები აქვთ, ძალიან ძნელია მაგრამ არსებობს ამის გამოსწორების შესაძლებლობა. ეს პროცესი უნდა ჩაიშალოს. ისინი იბრძვიან თავიანთი ოჯახებისთვის, თავიანთი ნათესავებისთვის, თავიანთი თავებისთვის. ამასთან ბრძოლა არის ძალიან რთული, მაგრამ უნდა ვიბრძოლოთ. მე მგონია, რომ ეს პროცესი უნდა ჩაიშალოს, იმიტომ, რომ კითხვები არის. ეს უნდა ჩაიშალოს, მაგრამ ეს უნდა იყოს პარლამენტის პოლიტიკური გადაწყვეტილება“. ამ ეტაპზე იუსიტიციის უმაღლეს საბჭოს შერჩეული ჰყავს 139 რეგისტრირებულიდან 50 კანდიდატი, რომელთანაც უნდა გაიმართოს გასაუბრებები და ამის შემდეგ შეირჩეს მათგან 20, ვის სიასაც საბჭო განსახილველად და დასამტკიცებლად გადასცემს პარლამენტს. გასაუბრებები საბჭოში უნდა დაიწყოს არაუგვიანეს 18 ივლისისა. ნაზი ჯანეზაშვილი იხსენებს საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობის ეტაპს და მმართველი პარტიის დაპირებებს. შესაბამისად, თვლის, რომ პოლიტიკური პასუხისმგებლობა ახლა სწორედ მმართველ გუნდზეა: „მახსოვს, პარლამენტის თავმჯდომარემაც და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის იმდროინდელმა თავმჯდომარემაც, როცა სამუშაო ჯგუფის შეხვედრები მიმდინარეობდა, თქვეს, ჩვენ თუ დავინახავთ, რომ წინასწარ არის ხმები დათვლილი და რაღაც მანიპულაციას აქვს ადგილი, ჩვენ ამას მხარს არ დავუჭერთო. ჰოდა, მიიღონ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება თუნდაც ამ ხმების ფონზე“. რაც შეეხება დარღვევებს, რომელთა გამოც პროცესის ობიექტურობას დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს, ნაზი ჯანეზაშვილი ლაპარაკობს ინტერესთა კონფლიქტის კონკრეტულ ფაქტებზე. კერძოდ, ის ლაპარაკობს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივან გიორგი მიქაუტაძეზე, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატიც არის, საბჭოს სხდომებშიც მონაწილეობს, როგორც მისი ერთ-ერთი წევრი და ხელმძღვანელობს საბჭოს აპარატსაც. ნაზი ჯანეზაშვილი კონკურსის ადრეულ ეტაპზევე ლაპარაკობდა გიორგი მიქაუტაძის კანდიდატურად რეგისტრაციის პრობლემურობაზე, რადგან მას კანონით განსაზღვრული სამი რეკომენდაციის გარდა, ორი რეკომენდაცია ჰქონდა წარმოდგენილი. მოსამართლეობის მსურველთა პირველადი გადარჩევის ეტაპი სწორედ საბუთების სრულყოფილად შევსება-წარდგენის მიხედვით მოხდა. არასამთავრობო ორგანიზაციებმა მოსამართლეობის კანდიდატებზე ინფორმაცია გამოითხოვეს და მათ ეს ინფორმაცია ვერ მიიღეს, საბჭოს მდივნის გადაწყვეტილებით. ამის თაობაზე არაერთ განცხადებაშიც აღინიშნა. ამავე თხოვნით მიმართეს მათ ნაზი ჯანეზაშვილს: „მე დავავალე შესაბამის დეპარტამენტს, რომელმაც მიქაუტაძესთან კონსულტაციის შემდეგ მაინც არ გასცა ეს ინფორმაცია. ხვალ სხდომაზე მე ეს საკითხი გამომაქვს. მინდა ვისაუბროთ იმაზე, რომ საბჭომ გასცეს ეს ინფორმაცია. აშკარად არსებობს ინტერესთა კონფლიქტი!“. ნაზი ჯანეზაშვილი ყვება, როგორც თვითონ აღნიშნავს, კიდევ ორ „სერიოზულ დარღვევაზე“ მოსამართლეთა შერჩევის პროცესში. პირველი ეხება სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს, თამარ ონიანს: „მისი მაზლი მონაწილეობს კონკურსში. შერჩევის პროცესის დაწყებამდე, თავიდანვე ვთქვი, რომ თამარ ონიანი ამ პროცესს უნდა ჩამოშორდეს. მან საზოგადოებრივი მაუწყებლის რადიოს ეთერში თქვა, რომ ჩამოშორდებოდა იმ ადამიანთან მიმართებაში გასაუბრებასაც და აცილებასაც მისცემდა, თუმცა, მერე, როგორც ჩანს, მას უთხრეს, რომ უკაცრავად, შენი ხმა დაგვაკლდება და ეს ადამიანი არ ჩამოშორებია პროცესს არც მაზლთან და ცხადია, არც სხვებთან მიმართებაში“. მეორე დარღვევა, რომელზეც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი რადიო თავისუფლების ეთერში ყვება, ეხება მოსამართლეობის კანდიდატს - ლევან თევზაძეს: „ის არის საკმაოდ დაკავშირებული და აქტიური წევრი კლანის და ჩინჩალაძესთან დაახლოებული ადამიანი, რომელიც გამოირჩეოდა თავისი მყვირალა გამოსვლებით - მათ შორის, გვენეტაძესთან მიმართებაში, ჩემთან მიმართებაში მოსამართლეთა კონფერენციაზე. მოკლედ, ეს ადამიანი არის საკმაოდ აქტიური კლანის წევრი. ლევან თევზაძე არის საბჭოს ერთ-ერთი წევრის - ირაკლი შენგელიას ცოლის ძმა. ირაკლი შენგელია მარჯვენა ხელია ჩინჩალაძის. ირაკლი შენგელიამაც არ დააყენა თვითაცილების საკითხი და მანაც თავისი ცოლისძმი

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG