Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატოში ხელი მოაწერეს ალიანსში მაკედონიის გაწევრიანების ოქმს


ნატოში ხელი მოაწერეს ალიანსში მაკედონიის გაწევრიანების ოქმს
please wait

No media source currently available

0:00 0:01:51 0:00

6 თებერვალს ბრიუსელში, ნატოს შტაბბინაში, ალიანსის 29 წევრის მუდმივმა წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს მომავალი ჩრდილოეთ მაკედონიის ნატოში გაწევრიანების ოქმს. ხელმოწერის ცერემონიას ესწრებოდა მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრი ნიკოლა დიმიტროვი. ქვეყანა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი გახდება მას შემდეგ, რაც ოქმს რატიფიკაციას გაუკეთებს ნატოს ყველა წევრი ქვეყანა. ოქმის ხელმოწერის შემდეგ გაიმართა ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგისა და მაკედონიის საგარეო საქმეთა მინისტრ ნიკოლა დიმიტროვის ერთობლივი პრესკონფერენცია.

XS
SM
MD
LG