Accessibility links

ნიკა ჯეირანაშვილი: "ვერ ვხედავ ჰააგაში საქართველოს ხელისუფლების აქტიურობას"


ნიკა ჯეირანაშვილი: "ვერ ვხედავ ჰააგაში საქართველოს ხელისუფლების აქტიურობას"
please wait
Embed

No media source currently available

0:00 0:09:12 0:00

"საერთაშორისო დონეზე არ შეიძლება დღეს იყოს ამაზე მნიშვნელოვანი პროცესი საქართველოსთვის", - ამბობს ნიკა ჯეირანაშვილი, Justice International-ის აღმასრულებელი დირექტორი, რომელიც რამდენიმე წელია თვალყურს ადევნებს და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის კომპეტენციის ფარგლებში მუშაობს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან. ნიკა ჯეირანაშვილი დიდი ხანია გამოთქვამს წუხილს ამ პროცესში საქართველოს ხელისუფლების პასიურობის გამო. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, საქართველოს უშუალოდ ჰააგაში ჰყავდეს მინიმუმ წარმომადგენელი, რომელიც ტრიბუნალის მიერ წარმოებულ პროცესს გულდასმით შეისწავლიდა და ხელისუფლება საჭირო მომენტებში შესაბამის ნაბიჯებს გადადგამდა. ამასთან, ნიკა ჯეირანაშვილი ლაპარაკობს რუსეთის აქტიურობაზე. რუსეთი არ არის რომის სტატუტის წევრი და არ თანამშრომლობს სასამართლოსთან, თუმცა, "აკეთებს მაქსიმუმს, რომ მისი მოქალაქეები არ წარდგნენ ჰააგის სასამართლოს წინაშე". ნიკა ჯეირანაშვილი რადიო თავისუფლებას აგრეთვე ეუბნება: "„ადგილზე, ჰააგაში ვინც არის ჩართული ამ ამბებში, ძალიან ნათლად დაინახავს, რამდენად აქტიურობს რუსეთი თავად სასამართლოში, მიუხედავად იმისა, რომ არ არის წევრი და არ თანამშრომლობს. ეს არ ნიშნავს, რომ მას არ აინტერესებს. პირიქით, ძალიან დაინტერესებულია ამ პროცესით იმიტომ, რომ ის ადამიანები, ვინც შეიძლება დაკავებულ იქნან, არა მხოლოს საქართველოს კონფლიქტში - 2008 წლის ომში იღებდნენ მონაწილეობას, არამედ მთელ რიგ სხვა ქვეყნებში, მათ შორის: უკრაინაში, სირიაში. მათ შორის არიან ადამიანები, რომლებიც, მაგალითად, ჰოლანდიის თვითმფრინავი რომ ჩამოაგდეს MH17, მანდაც კი მონაწილეობენ. ანუ, ეს არის, ფაქტობრივად, ერთი და იგივე ჯგუფი ადამიანებისა, რომლებიც მუშაობენ რუსეთის ხელისუფლებაზე და სხვადასხვა ქვეყანაში სჩადიან ძალიან მძიმე დანაშაულებს. შესაბამისად, რუსეთისთვის, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ეს პროცესი და უკანასკნელი, რაც სურს რუსეთს რომ იხილოს - რომელიმე ამ ადამიანთაგანი წარსდგეს ჰააგის სასამართლოს წინაშე. რა თქმა უნდა, ეს შემდეგ მთელ რიგ გავლენას იქონიებს ასეთ ადამიანებზე, რომლებსაც დღეს აქვთ განცდა, რომ ისინი არიან ხელშეუხებელნი და ამას ამბობს კიდევაც რუსეთის ხელისუფლება. სწორედ ის ფაქტიც, რომ მათ გამოიწვიეს რომის სტატუტიდან ხელმოწერა, ამ ადამიანებისთვისაც იყო ეს სიმბოლური ნიშანი, რომ მე შენ ბოლომდე დაგიცავ და შენ არაფერი დაგემუქრება. ამიტომაც აქტიურობს რუსეთი ჰააგაში და არა მხოლოდ ჰააგაში, ნიუ იორკში და სხვაგანაც და მაქსიმუმს აკეთებს, რომ მისი მოქალაქეები არ იყვნენ დაკავებული და წარდგენილი სასამართლოს წინაშე“.

XS
SM
MD
LG