Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმე - რა არ უნდა გამოგრჩეს 25 მაისს


ნიკოლოზ ბასილაშვილის ოჯახმა განცხადება გაავრცელა

საქართველოს ნომერ პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი სასამართლმ გუშინ 100-ათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. ბასილაშვილი ყოფილ ცოლზე ნელი დოროყაშვილზე მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით ძალადობის ბრალდებით 22 მაისს დააკავეს. მისი ადვოკატის ირმა ჭკადუას თქმით, ბასილაშვილი ბრალს არ აღიარებს.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126 პრიმა მუხლის მეორე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს. ამ მუხლით ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ბასილაშვილს სამ წლამდე პატიმრობა ან გამოსასწორებელი სამუშაოს შეფარდება ემუქრება.

გუშინვე ჩოგრბურთელის ოჯახმა განცხადება გაავრცელა.

"ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ნელი დოროყაშვილი, ნიკოლოზის ყოფილი მეუღლე ცდილობს ნიკოლოზს და მის ოჯახს მორალური, ფინანსური თუ რეპუტაციული ზიანი მიაყენოს. ნიკოლოზ ბასილაშვილი და ნელი დოროყაშვილი განქორწინებაში იმყოფებიან. ნელი დოროყაშვილი, განქორწინებაზე უარს აცხადებდა, შესაბამისად განქორწინება სასამართლოს გზით, გარიგების საფუძველზე მოხდა. ნიკოლოზს ყოფილ მეუღლესთან არანაირი კონტაქტი სასამართლო გადაწყვეტილების შემდეგ არ ჰქონია გარდა ბავშვის მეურვეობისა", - აღნიშნულია განცხადებაში.

ამ თემაზე ასევე ნახე:

კორონავირუსის გავრცელება საქართველოსა და მსოფლიოში

დადასტურებული შემთხვევა - 730

გარდაცვლილი - 12

გამოჯანმრთელებული - 522

კარანტინში - 3076

სტაციონარში - 326

მსოფლიოში კორონავირუსის რეგისტრირებული შემთხვევების რაოდენობა 5 მილიონ 200 ათასზე მეტია. პირველ ადგილზე ისევ აშშ-ია, მეორეზე რუსეთი, ხოლო მესამეზე - უკვე ბრაზილია.

რუსეთში გუშინ ვირუსის შედეგად გარდაცვალების ყველაზე მეტი შემთხვევა აღირიცხა. 24 საათში იქ 153 პაციენტი გარდაიცვალა. სწრაფად იზრდება დაავადებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა ჩრდილოეთ კავკასიაშიც.

საქართველოში კი დღეის მდგომარეობით რეგისტრირებული შემთხვევების რაოდენობა 730-ს აღწევს. თუმცა თუ გამოჯანმრთელებისა და გარდაცვალების მაჩვენებელს გამოვაკლებთ, გამოდის, რომ დღეს ექიმები 196 პაციენტს მკურნალობენ.

წაიკითხე მეტი.

სააპელაციო სასამართლოში მიხეილ კალანდიას სააპელაციო საჩივრის განხილვა იწყება

დღეს 2:00 საათზე თბილისის სააპელაციო სასამართლოში ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმეზე მიხეილ კალანდიას საჩივრის განხილვა იწყება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 25 თებერვლის განაჩენის თანახმად, მიხეილ კალანდიას ბრალი ედება დავით სარალიძის განზრახ მკვლელობაში. განაჩენში წერია, რომ ის „სხვა პირთან“ ერთად მოქმედებდა და არაერთი ჭრილობა მიაყენა დავით სარალიძეს. კალანდიას მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა ვადით - 11 წელი და 3 თვე. მსჯავრდებულის ოჯახის წევრები და ადვოკატები პოლიტიკურ განაჩენზე საუბრობდნენ.

ნახე სტატია ამ თემაზე ჩვენი არქივიდან.

მეუფე ნიკოლოზი: გულის მოგება თუ გინდა ადამიანის, ტყე არ უნდა აჩუქო

„იმისგან, რომ ტყე გადაეცემა ეკლესიას, ვთქვათ, მთელი ტყეც რომ გადაეცეს, ამისგან სიკეთეს მიიღებენ მხოლოდ ჩვენი შვილები. ტყეს არ ეცვლება სტატუსი, ტყე რჩება ტყედ და ის კანონები, რაც ზოგადად ტყეს იცავს, ძალაშია ყველაფერი. ტყე მე თუ გადმომეცემა, არავინ მაპატიებს იმას, რომ ეს ტყე გავჩეხო ან გავყიდო, ან რა უნდა ვუყო? - უნდა მოვუარო ერთადერთი. ჩემთვის ეს რთულია, დამატებითი დავალებაა, პასუხისმგებლობა“, - უთხრა ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა მეუფე ნიკოლოზმა „ტყის კოდექსთან“ დაკავშირებით დასმულ კითხვაზე პასუხად ჟურნალისტებს.

ეპისკოპოსის თქმით, ტყის საკუთრებაზე უფლების მინიჭება ეკლესიისთვის, საარჩევნო წელს არ უკავშირდება, ტყის მოვლა პასუხისმგებლობაა და თუკი ხელისუფლებას ეკლესიის გულის მოგება სურს, რაიმე სასარგებლო უნდა აჩუქოს.

„გულის მოგება თუ გინდა ადამიანის, ტყე კი არ უნდა აჩუქო, რამე ისეთი უნდა აჩუქო, საიდანაც სარგებელს მიიღებს და ეკლესია რას ისარგებლებს? არ ვიცი, არ მესმის“, - ამბობს ეპისკოპოსი.

საქართველოს პარლამენტმა სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგობის ფონზე ტყის კანონი, რომელიც ეკლესია-მონასტრებს 20 ჰექტარი ტყის ფართის საკუთრებაში ქონის უფლებას აძლევს, 22 მაისს დაამტკიცა.

ამ თემაზე ასევე ნახე:

„ადგილი მოუნაცვლე“ - „ანას ბაღის“ მცველები მერიასთან აქციას გამართავენ

ვარკეთილის ზემო პლატოზე, მეორე მიკრორაიონში მდებარე „ანას ბაღის“ მცველები 23 მაისს, თბილისის მერიასთან საპროტესტო აქციას გამართავენ სახელწოდებით „ადგილი მოუნაცვლე“.

ანას ბაღის“ მცველები უკვე მესამე წელია თბილისის მერისგან ვითხოვთ დაგვიბრუნდეს გაყიდული ეზო. თბილისის მერის პასუხი კი იყო დარბევა, დაკავებები, დაჯარიმებები, დაცინვა, მოტყუება, ბინძური იარლიყების მოკერება და სასამართლო გადაწყვეტილებაზე ზემოქმედება. თბილისის მერია იქცა კორუფციის ბუდედ, სადაც სამართლის პოვნა შეუძლებლად იქცა, კახა კალაძემ კი სრულიად დაკარგა ლეგიტიმაცია. ჩვენ ვიკრიბებით თბილისის მერიასთან, რათა მივიღოთ იმ მიწის ნაკვეთის ადგილმონაცვლეობა, რომელიც ჩვენი ნების საწინააღმდეგოდ, ჩვენი ჩართულობის გარეშე გაასხვისა მერიამ“, - აცხადებენ აქციის ორგანიზატორები.

ბაღის მიმდებარე ტერიტორია 2016 წლის მიწურულს გასხვისდა და იქ მრავალსართულიანი კორპუსის აშენება გადაწყდა.

2018 წელს ადგილობრივებმა საჩივრით მიმართეს მერიას. ისინი დოკუმენტში მიუთითებდნენ, რომ კორპუსის აშენების შემთხვევაში, ჩაიკეტება ბაღის შესასვლელი და კორპუსამდე მისვლა გაუჭირდება სახანძროს ან სასწრაფო დახმარების მანქანას.

წაიკითხე მეტი.

ურთიერთობა ინტერნეტსივრცეში - სივრცეში, რომელსაც ინტერნეტფორუმი ჰქვია. ვიხსენებთ forum.ge-ს და ვესაუბრებით „ნიკებს“ უკან ამოფარებულ, ე.წ. იუზერებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG