Accessibility links

ნინო ევგენიძე COVID-19-ის ეკონომიკურ ეფექტზე


ნინო ევგენიძე COVID-19-ის ეკონომიკურ ეფექტზე
please wait

No media source currently available

0:00 0:55:02 0:00

„ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორი ნინო ევგენიძე რადიო თავისუფლების ეთერში აანალიზებს COVID-19-ის ეკონომიკურ შედეგებს როგორც გლობალურად, ისე საქართველოსთვის და ფიქრობს, რომ სიმძიმის მიუხედავად, ვითარება არ არის უიმედო: „ნებისმიერი კრიზისი და გამოუვალი მდგომარეობა, არის ამავე დროს ახალი შესაძლებლობების და განვითარების მაპროვოცირებელი და ამიტომ რამენაირად ყველამ ერთად უნდა შევძლოთ. შეიძლება ჩემი ოპტიმიზმი ცოტა გამაღიზიანებელი იყოს, მაგრამ ვფიქრობ, რომ ყველა ერთად თუ დავემორჩილებით წესებს და მოვახერხებთ ჩვენი ეროვნული ენერგიის გაერთიანებას, აუცილებლად გამოვალთ გამარჯვებულები და წინწასულები ამ კრიზისიდანაც კი. ყველამ შევინარჩუნოთ ეს განწყობა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. დავუჭიროთ ერთმანეთს მხარი, ვიყოთ სოლიდარულები, ვისაც შეგვიძლია, დავეხმაროთ ერთმანეთს - ფულით, გულით თუ რამენაირად, რადგან ამ კრიზისთან გამკლავებაში ეს სოლიდარობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი იარაღი. მე მჯერა ამის და მჯერა დემოკრატიის!“. ნინო ევგენიძე ვარაუდობს, რომ ვითარების გაუმჯობესება ზაფხულიდან დაიწყება „ფაქტობრივად, ეკონომიკა ამჟამად ჯანდაცვის მძევალია. ...ძალიან დიდი ზარალია მსოფლიო მასშტაბით და, რა თქმა უნდა, ჩვენთვისაც ძალიან დიდი ზარალი იქნება, განსაკუთრებით მცირე, საშუალო და სერვისების სექტორში ჩართული ბიზნესებისთვის, რადგან სწორედ ისინი ქმნიან სამუშაო ადგილებს და ეკონომიკურ დოვლათს ჩვენს ქვეყანაში, ამიტომ მათი მიზნობრივი დახმარება ქვეყნის და მთავრობის მნიშვნელოვანი ამოცანა უნდა იყოს“. EPRC-ს აღმასრულებელი დირექტორი თვლის, რომ საქართველოს ზომის ქვეყნის მდგომარეობის შეფასება და ანტიკრიზისული ნაბიჯების განსაზღვრა სრულიად შესაძლებელია, თუკი მოხდება არსებული რესურსის კონსოლიდაცია: „პატარა ქვეყანა ვართ და ამ ზარალის დათვლა-გაანგარიშება შესაძლებელია, თუ ამ მიმართულებით იქნება მთავრობის მონდომება და იმ ადამიანების შემოკრება გარშემო, ვისაც კრიზისების მართვის თუ რეფორმების განხორციელების მიმართულებით რამე გამოცდილება გააჩნია, რომ გადადგან მყისიერი ნაბიჯები კრიტიკული სიტუაციის გარდატეხისთვის. ...ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენი ქვეყანა ძალიან მცირე დანაკლისით გამოვა ამ კრიზისიდან, იმ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, თუ ჩვენ, როგორც ქვეყანა: მთავრობა იქნება, ოპოზიცია თუ სხვა, ვისაც შეუძლია ამ პროცესში მონაწილეობის მიღება, გამოავლენს უმაღლეს პასუხისმგებლობას, მზადყოფნას თანამშრომლობისა და სირთულეებთან ერთად გამკლავებისთვის ამ რთულ პერიოდში“. ნინო ევგენიძე თვლის, რომ გაურკვევლობა ყველაზე დამაზიანებელია და შექმნილ ვითარებაში ხელისუფლებამ ახლო მომავალზე გათვლილი ანტიკრიზისული სტრატეგია დროულად უნდა წარმოადგინოს, რაც გარკვეულწილად შეასუსტებს ერთგვარ პანიკურ განწყობას ბაზარზე: “აუცილებელია მოკლევადიანი ანტიკრიზისული სტრატეგიის შეთავაზება ბიზნესებისთვის და მოსახლეობისთვის, რომ ადამიანები იყვნენ ინფორმირებულები რა მოხდება უახლოესი თვეების განმავლობაში, რადგან ნებისმიერი გაურკვევლობა არის პირველი მტერი და კიდევ უფრო დააზიანებს ეკონომიკურ მდგომარეობას. ...მჯერა, რომ ეს სიტუაცია უახლოეს მომავალში გამოსწორდება, ყველანი დაუბრუნდებიან თავიანთა სამუშაო ადგილებს. მომავალში კი, იქნება ეს სხვადასხვა ფონდი თუ დახმარების ის წყაროები, რომლებსაც საქართველო მიიღებს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან, უნდა იყოს მიზნობრივად, სწორად მიმართული იმ სექტორებისკენ და იმ ზარალის შემცირებისკენ, რომელიც ამ ბიზნესებს მისცემს თავიანთი საქმიანობის გაგრძელების საშუალებას“. „დილის საუბრების“ დასასრულს ნინო ევგენიძემ ილაპარაკა ერთ სიახლეზე, რომელიც EPRC-მ შესთავაზა საზოგადოებას და ეს არის ჟურნალ The American Interest-ის ქართულენოვანი ვერსია. ეს ჟურნალის პირველი უცხოენოვანი გამოცემაა. Georgia -- journals EPRC-ს აღმასრულებელმა დირექტორმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ჟურნალის ქართული ვერსიის გამოცემა რთულ დროს დაემთხვა, თუმცა ამ ვითარებაშიც: „მეტი ცოდნა მეტი გამოცდილება კიდევ უფრო დაგვეხმარება ჩვენი მომავალი სირთულეების გადალახვაში. ეს ჟურნალი სწორედ ამისთვის არის. უფასოდ გავრცელდება ქართულენოვანი მკითხველისთვის. როგორც მისი დამფუძნებელი და გამომცემელი ფრენსის ფუკუიამა იტყოდა, ეს ჟურნალი არის იმისთვის, რომ უკეთ გაიცნოს ამერიკა მსოფლიომ და ამერიკელებმა - დანარჩენი მსოფლიო“. The American Interest-ისმთავარი რედაქტორი - ჯეფრი გედმინი, სარედაქ

XS
SM
MD
LG