Accessibility links

ნუ მესვრი


დღეს 21 ივნისია.

დღეს მე მტკივა.

დღეს მე უსუსური და შეშინებული ვარ.

2019 წლის 20 ივნისს, ქართველი ქართველს ესროდა. ამ დღეს ვიღაც დაასახიჩრესო, ვიღაცას თვალი დაუზიანესო, ვიღაც შიშველი ხელებით მაგრამ სამშობლოს სიყვარულით სავსე გულით იდგა სპეცრაზმის წინ, იმედით რომ არ ესროდნენ მაგრამ მათ ისროლეს. ამ დღეს რუსი პოლიტიკოსი საქართველოს პარლამენტში, თავმჯდომარის სკამზე თავისუფლად იჯდა და რუსულ ენაზე შეხვედრას უძღვებოდა, შემდეგ გამოდიოდა სიცილით და თავისუფლად იძახდა რომ მშვიდობა უნდოდა და მის სახეზე სარკაზმის და ირონიის ფესტივალი იმართებოდა როცა “შეიცხადა” რა ოკუპაციაო. მას არ ეშინოდა რადგან იცოდა იმ ქვეყანაში კბილებით დაიცავდნენ,რომელსაც წლების და საუკუნეების განმავლობაში რუსეთი ეპოტინება.

20 ივნისი შეცდომა იყო. საქართველოს ისტორიის შეცდომა და სირცვილი. ამ დღის არსებობაა საერთოდ შეცდომა, თორემ მთავრობის, ან იმ კონკრეტული “ქართველი” ადამიანების ქმედება კი არაა შეცდომა რომლებმაც ამ შედეგებამდე მოგვიყვანეს, არა.. ამას ბოროტება ქვია და არა შეცდომა. და თუ კი საუკუნეთა მანძილზე ადამიანები ვცხოვრობთ იდეით რომ ბოროტება აუცილებლად მარცხდება, მაშინ როდის უნდა დამარცხდეს ეს?

თუმცა ალბათ ოდესმე დამარცხდება. ალბათ იმედი არსებოობს და სწორედ ამიტომ გუშინვე ამ იმედის, პატრიოტიზმის და სიკეთის ძალით გამოვიდა ქართველი ერი. გამოვიდა თავისუფლების დასაცავად, გამოვიდა მომავალი თაობის დასაცავად. გამოვიდნენ რომ დაენახებინა მტრისთვის “მე პატარა ერი ვარ მაგრამ კიდევ დიდხანს ვიდგები ფეხზე, რადგან ძლიერი ვარ”.

ჩემი ქვეყანა პატარაა, პატარა და ძლიერი. მაგრამ იქამდე იარსებებს სანამ სიკეთე იქნება მასში. ერთობა- ამ სიტყვის მნიშვნელობა ყველაზე უკეთ ვიცით ქართველებმა როცა ყველაზე მეტად გვჭირდება. ჩემს ქვეყანაში ბევრი პრობლემაა მაგრამ დღეს ყველა პატარა პრობლემა, ყველა პატარა დაპირისპირება დაივიწყეს. ხელი ჩასჭიდეს ერთმანეთს და გავიდნენ რომ სა ერ(თ)ო სიტყვა ერთქვათ. სჯეროდათ ამ ერთობის ძალის, სჯეროდათ რომ მტრის გამო,მოძმე მას იარაღს არ დაუმიზნებდა და უცებ.. უცებ ჩემი წარმოდგენები ერთობაზე,ძმობაზე და პატრიოტიზმზე, ჩემი იმედები სიკეთის გამარჯვებისა ისევე დასახიჩრდა როგორც იმ ღამეს რეზინის ტყვიებით დაზარალებული ადამიანები დასახიჩრდნენ.

მე იქ არ ვყოფილვარ. მე მხოლოდ “კომფორტულად” ვიჯექი და ვუყურებდი ამ სირცხვილს და ბოღმამ, გაბრაზებამ დახრჩობა დამიწყო. რატომ. მთელი დღეა ეს კითხვა მიტრიალებს თავში. რატომ ხდება ეს? ვის რად უღირს თანამემამულეთა დაპირირსპირება, თუმცა ეს კითხვა რიტორიკული უფროა. პასუხი ყველამ ვიცით. დღეს უფრო მეტი ადამიანი გავა და დადგება. შიში ვერაფერს გვიზამს. სადღაც გულის სიღრმეში იმედი მაინც შემომრჩა. და იქნებ ამ ერთხელაც საერთო სიკეთის ძალამ დაგვამარცხებინოს ეს ბოროტება. იქნებ ამჯერადაც გავიმარჯვოთ მათი სახელისთვის ვინც ამ ქვეყნისთვის იბრძოდა და მათთვის ვისაც ჩვენ უნდა დავუტოვოთ ეს ქვეყანა კვლავ დამოუკიდებელი.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG