Accessibility links

ოლიმპიური თამაშები შეიძლება გამარტივებული ფორმატით ჩატარდეს


იაპონიის მთავრობა და ტოკიოს ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტი 2021 წლისთვის გადადებული ოლიმპიადის გამარტივებული ფორმატით ჩატარების ვარიანტს განიხილავენ. საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შეიძლება იაპონელებმა ოლიმპიური და პარალიმპური თამაშების გახსნისა და დახურვის ცერემონიალებზე მონაწილეთა რაოდენობა შეამცირონ. საუბარია ასევე მაყურებელთა რაოდენობის შეზღუდვაზეც.

კორონავირუსის გავრცელების რისკის მინიმუმამდე შესამცირებლად, სპორტული დელეგაციების წარმომადგენლებისა და ოლიმპიური თამაშების მომსახურე პერსონალისთვის სავალდებულო იქნება ტესტირების გავლა. ამასთან, ოლიმპიურ სოფელში მცხოვრებთ, სავარაუდოდ, დაუწესდებათ შეზღუდვები სოფლიდან გასვლის სიხშირეზე.

ტოკიოს გუბერნატორ იურიკო კოიკეს განცხადებით, მთავრობა და ტოკიო-2020-ის საორგანიზაციო კომიტეტი გულდასმით შეისწავლიან შექმნილ სიტუაციას და გადაწყვეტენ, კონკრეტულად რა სახის შეზღუდვები უნდა დააწესონ.

ზაფხულის ოცდამეთორმეტე ოლიმპიური თამაშებისთვის იაპონიას წლევანდელ ზაფხულში უნდა ემასპინძლა, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გამო ოლიმპიადა ერთი წლით გადაიდო და 2021 წლის 23 ივლისიდან 8 აგვისტომდე გაიმართება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG