ოპერაცია „სასჯელი“: ნაცისტების მიერ ბელგრადის დაბომბვა 80 წლის წინ

ეიმოს ჩეპლი

მაშინ და ახლა - ფოტოები 1941 წლის აპრილში „ტერორისტული დაბომბვისა“, რომელმაც სერბიის დედაქალაქს სახე სამუდამოდ შეუცვალა.

დააწკაპუნეთ ან დააჭირეთ ფოტოებზე, რომ გამოჩნდეს იგივე ადგილი 2021 წელს.

Caption
ცენტრალური ბელგრადის ძველი სასახლე, რომელსაც ერთ დროს გუმბათები და გულმოდგინედ დამუშავებული კარიბჭე ამშვენებდა. 1941 წლის დაბომბვის შემდეგ სასახლე აღადგინეს ორნამენტების გარეშე.

ბელგრადის ძველი სასახლე იყო ერთ-ერთი იმ რამდენიმე შენობიდან, რომლებიც 1941 წლის 6 აპრილს ნაცისტურმა ბომბებმა დაანგრია. საჰაერო თავდასხმამ იმსხვერპლა დედაქალაქის ცენტრის დიდი ნაწილი, მოკლა ათასობით ადამიანი და გაანადგურა სერბიის კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი ნაწილი მას შემდეგ, რაც ეროვნული ბიბლიოთეკა დაიწვა.

Caption
დაბომბვის შედეგად მნიშვნელოვნად დანგრეული რესპუბლიკის მოედანი.

ცენტრალურ ბელგრადზე თავდასხმა, რომელსაც არც კი ჰქონდა გამოკვეთილი სამხედრო მიზანი, ნაცისტების მეთაურის, ადოლფ ჰიტლერის, განკარგულებით განხორციელდა მას შემდეგ, რაც 1941 წლის მარტის ბოლოს ჩამოაგდეს იუგოსლავიის სამეფო რეგენტი, პრინცი პეტრე.

Caption
ჩამონგრეული შენობები ბელგრადის ციხესიმაგრესთან

სახელმწიფო გადატრიალებამდე იუგოსლავიაზე იყო ძლიერი ზეწოლა, რომ შეკავშირებოდა ფაშისტურ გერმანიას, როგორც ეს იუგოსლავიის მეზობლებმა - ბულგარეთმა, უნგრეთმა და რუმინეთმა - გააკეთეს.

Caption
ბელგრადის გარეუბანში საცხოვრებელი სახლის ნანგრევები. გადარჩენილია მხოლოდ ფოტოს მარჯვენა კიდეში მდგომი შენობა.

მალევე მას შემდეგ, რაც იუგოსლავიამ ხელი მოაწერა პაქტს ნაცისტურ გერმანიასთან, რაც შეფასდა როგორც „ორიდან უფრო ნაკლები ბოროტება“, გარდაუვალ შემოჭრასთან შედარებით იმ შემთხვევაში, თუკი იუგოსლავია შეთანხმებაზე უარს იტყოდა, იუგოსლავიის საჰაერო ძალების მეთაურებმა პრინცი პეტრე დაამხეს.

Caption
სასტუმრო „მოსკოვის“ შენობა (მარჯვნივ) ძლივს გადაურჩა დანგრევას დაბომბვისას.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, უინსტონ ჩერჩილი, გამოეხმაურა „ახალ ამბებში“ ინფორმაციას გადატრიალების შესახებ და განაცხადა: „დღეს დილას იუგოსლავმა ერმა თავისი სული მოიპოვა. ბელგრადში რევოლუცია მოხდა და მინისტრები, რომლებმაც ჯერ კიდევ გუშინ მოაწერეს ხელი ქვეყნის ღირსებისა და თავისუფლების წინააღმდეგ, გადმოცემის თანახმად, დაპატიმრებული არიან. ეს პატრიოტული მოძრაობა წარმოიშვა მამაცი და მეომარი რასის ამბოხების შედეგად ქვეყნის მოღალატე მმართველების წინააღმდეგ, რომლებმაც სისუსტე გამოიჩინეს და ფაშისტებთან ალიანსს დასთანხმდნენ“.

Caption
ხალხი დადის მდინარე დუნაისთან ახლომდებარე ქუჩაზე, რომელზეც რამდენიმე შენობა განადგურდა.

ზოგიერთებს მიაჩნიათ, რომ გადატრიალებაში ბრიტანეთის დაზვერვა იყო გარეული, მაგრამ ინგლისს არ ჰქონდა იუგოსლავიის დახმარების კონკრეტული გზა. გადატრიალებას, გადმოცემის თანახმად, ბევრი ბელგრადელი ეხმარებოდა, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ „მონობას სიკვდილი სჯობს“. ჰიტლერმა სწორედ საამისოდ გაწირა ათასობით ბელგრადელი, როცა განკარგულება გასცა ნაცისტებს გადატრიალებისთვის „დაუნდობელი სისასტიკით“ ეპასუხათ.

Caption
დანგრეული შენობა ბელგრადის ცენტრში შენობა, რომელშიც იუგოსლავიის თავდაცვის სამინისტრო იყო, შეცვალა დანგრეულმა შენობამ 1965 წელს და ის, თავის მხრივ, აფეთქდა ნატოს მიერ დაბომბვისას 1999 წელს. ახლა ის თითქმის გამოუყენებელია.

იტალიელი სამხედრო კორესპონდენტი და მწერალი, კურციო მალაპარტე, ამბობდა, რომ დაბომბვის ტალღამ 6 აპრილს გამოიწვია მიწის ისეთი რყევა, რომ „მიწისძვრა გეგონებოდა“. კორესპონდენტი იხსენებდა, რომ „სახლები ერთმანეთს ეჯახებოდა, ტროტუარს საშინელი გრუხუნით ასკდებოდა ჩამონგრეული კედლები და დამსხვრეული ფანჯრები]“.

Caption
დანგრეული ტრამვაი დგას გზაზე, ბელგრადის ციხესიმაგრის გასწვრივ.

მალაპარტეს თქმით, გერმანიის ავიაციის მიერ დაბომბვის დროს, ინტერვალებში ისმოდა “ხალხის შემაძრწუნებელი ყვირილი, ტირილი, გოდება, კვნესა, წყევლა და გიჟური ღრიალი“.

Caption
ბელგრადის მთავარი სარკინიგზო სადგურის შესასვლელი, რომელიც განადგურდა აფეთქებების შედეგად და აალებადი ბომბებით გამოწვეული ცეცხლით.

ბელგრადის ზოოპარკის დაბომბვის შემდეგ ჩერჩილი წერდა, რომ „კვამლის და ცეცხლის კოშმარიდან გამოდიოდნენ შეშლილი ცხოველები, რომლებიც განადგურებული გალიებიდან გამოუშვეს“.

Caption
დანგრეული შენობები ბელგრადის სადგურის წინ

ეს და ამ გალერეის სხვა ფოტოები გადაიღო იტალიელმა ჯარისკაცმა, რომელიც იუგოსლავიაში ფაშისტების შეჭრის დროს მოხვდა ბელგრადში, ქალაქის დაბომბვიდან მალევე.

Caption
სიცარიელე, რომელიც დაბომბვის შედეგად წარმოიქმნა, შემდგომ ახალი შენობით შეავსეს.

12 აპრილს, ბელგრადის ოკუპაციის შემდეგ, ნაცისტების ტყვე გახდა 375 ათასი იუგოსლავი სამხედრო პირი.

Caption
ნაცისტებმა ებრაელი კაცები აიძულეს შეკრებილიყვნენ და თავიანთი ქალაქი დარჩენილი ნანგრევებისგან გაეწმინდათ.

1941 წლის თავდასხმიდან სამი წლის შემდეგ ოკუპირებული ბელგრადი კვლავ განადგურდა -ამჯერად მოკავშირეთა ავიაციის მიერ, რომელიც ცდილობდა ნაცისტების გამაგრებული პუნქტებისთვის დაერტყა მაშინ, როცა ომის მსვლელობა შეიცვალა.

Caption
ადამიანი, რომელსაც ბრალი ედება იმაში, რომ ანტინაცისტი „პარტიზანია“, საფარნე ბოძზეა ჩამოკიდებული ბელგრადის ცენტრში.

მეორე მსოფლიო ომის ბომბებს დღესაც ხშირად ნახულობენ ბელგრადში გათხრების დროს.