Accessibility links

პანდემია და ელექტრონული კომერცია


ავტორი: ნინო საჩალელი,
ბიზნესის ადმინისტირების დოქტორანტი

რას ეძებენ ადამიანები პანდიმიურ პერიოდში ონლაინ შესაძენად?

მას შემდეგ, რაც კოვიდ19-ის ინფექციის გავრეცელება გლობალური სახის პრობლემა გახდა, შეზღუდვები შეეხო უამრავ ბიზნესს მათ შორის ონლაინ ვაჭრობასაც. საქართველოსთვის ეს საკითხი განსაკუთრებით მტკივნეული აღმოჩნდა, რადგან ჩვენთან სხვა ქვეყნებისგან განსახვავებით ამ ეტაპამდე მხოლოდ გარკვეული ტიპის პროდუქციის შეძენაა შესაძლებელი, რამაც თავისთავად უარყოფითი გავლენა ბიზნესის განვითარებაზე, თუმცა ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში ონლაინ გაყიდვების პლატფორმა ხარვეზებით მუშაობდა ინფექციის გავრცელებამდეც და არ სარგებლობს ისეთი პოპულარობით, როგორც არის (მაგ. ამერიკაში amazon.com, ჩინეთში Taobao და ა.შ.).

განვითარებულ ქვეყნებში, იმისთვის, რომ წახალისებული ყოფილიყო ონლაინ ვაჭრობა კომპანიებმა მყიდველებს სხვადასხვა აქციები შესთავაზეს, რაც დღემდე პოპულარობით სარგებლობს: მაგ. პროდუქციის სხვადასხვა ფასი, ონლაინ შეძენისას მომხმარებელს სთავაზობენ ფასდაკლებას, რაც იწვევს მათი მოტივაციის ამაღლებას, რომ ონალაინ შეიძინონ ნივთი. აღნიშნული პრაქტიკა, დღემდე აქტუალურია ამერიკაში, ამიტომ მომხმარებელს, როდესაც საშუალება აქვს სახლიდან გაუსვლელად შედარებით იაფად შეიძინოს ნივთი და იცის, რომ საჭიროების შემთხვევაში არც პრობლემა ამ შეექმნება მის უკან დაბრუნებაში, რა თქმა უნდა უპირატესობას ანიჭებს ონლაინ შოპინგს. განვითარებულ ქვეყნებში ასევე მაღალ დონეზეა ნდობის ხარისხი მომხმარებელსა და კომპანიას შორის, ეს კი რა თქმა უნდა ამარტივებს მათ შორის ბიზნეს ურთიერთობების ჩამოყალიბებას.

საინტერესოა რას ეძებენ ადამიანები ჩინეთში შესაძენად, სადაც ელექტრონული კომერცია დიდი პოპულარობით სარგებლობს, როგორც index.1688.com - ზე არის მოცემული, კომპანია ალიბაბასთვის მარტის თვე განსხვავებული იყო თებერვლისგან და ადამიანებმა დაიწყეს ისეთი ნივთების მოძებნა და შეძენა, რაც აქამდე არ იყო ასეთი პოპულარული. ქვემოთ მოცემულია მარტის თვის მონაცემები თებერვალთან მიმართებაში, ნივთების მოძებნის საერთო სტატისტიკის თვალსაზრისით.

წყარო: index.1688.com
წყარო: index.1688.com

შენიშვნა: ცხრილში ნაჩვენებია Alibaba's მარტის თვის მონაცემები თებერვალთან მიმართებაში

რაც შეეხება ამაზონს, როგორც ერთ-ერთ გამოცემაში ვკითხულობთ, მარტის ბოლო კვირაში, იანვრის ბოლო კვირისგან განსხვავებით, 13-ჯერ მეტმა ადამიანმა მოძებნა პურის საცხობი, 6-ჯერ მოიმატა „საშინაო ტანსაცმლის“ მოძებნის რიცხვმაც, ხოლო მებაღეობამ 7-ჯერ, თამაში გენგა Jenga კი ამაზონის ბესტსელერი გახდა და მისდამი ინტერესი გაიზარდა 14,885 %-ით.

წყარო: https://wwd.com/business-news/media/online-shopping-during-coronavirus-what-people-are-buying-1203555395/

საინტერესოა, როგორი იქნება საქართველოს სტატისტიკა შეზღუდვების მოხსნის შემდეგ, როდესაც ონლაინ ვაჭრობა გახდება შესაძლებელი, ამ ეტაპზე კი სოციალური ქსელის მონაცემებით თუ ვიმსჯელებთ პირბადე სარგებლობს დიდი პოპულარობით, ადამიანების განაწყენება კი წიგნების შეძენის შეზღუდვამ გამოიწვია, რაც ალბათ მალე მოგვარდება, მაგრამ სასურველია, თუ ქართული კომპანიებიც გაიზიარებენ სხვა ქვეყნების პრაქტიკას და პანდემიის პერიოდში, იგივე ან შედარებით დაბალ ფასად შესთავაზებენ პროდუქციას მომხმარებელს და არ მოხდება ფასების მკვეთრი მატება.

დაწერეთ კომენტარი

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG