Accessibility links

პარლამენტის ახალი თავმჯდომარე მიმდინარე მოვლენების შესახებ


პარლამენტის ახალი თავმჯდომარე მიმდინარე მოვლენების შესახებ
please wait
Embed

No media source currently available

0:00 0:04:24 0:00

საქართველოს პარლამენტმა დღეს თავმჯდომარედ არჩილ თალაკვაძე აირჩია. მის კანდიდატურას უმრავლესობის 94-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. კენჭისყრის დროს პარლამენტის სხდომათა დარბაზში ოპოზიცია არ იმყოფებოდა. არჩილ თალაკვაძის  წინამორბედი ირაკლი კობახიძე თანამდებობიდან რამდენიმე დღის წინ, 21 ივნისს გადადგა. ოფიციალური განცხადებით, მან პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღო ინციდენტზე, რომლის დროსაც რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი მისი, პარლამენტის თავმჯდომარის  სავარძელში აღმოჩნდა. არჩილ თალაკვაძე საქართველოს პარლამენტს ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, 2020 წლის არჩევნებამდე უხელმძღვანელებს. პარლამენტის თავმჯდომარის რანგში პირველი კომენტარები ქვეყანაში მიმდინარე ძირითად პროცესებზე  ჟურნალისტებთან მან  სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.  ჟურნალისტების შეკითხვებზე პასუხების გაცემამდე მან მხარდაჭერისთვის კოლეგებს გადაუხადა მადლობა.

XS
SM
MD
LG